9.8 C
Tbilisi
კვირა, ნოემბერი 8, 2026
banner

ლუკაშენკომ ბელარუსის თითოეულ სასოფლო საბჭოში „სახალხო მილიციის“ დანაყოფების შექმნა ბრძანა

ბელარუსის ლიდერმა ალექსანდრე ლუკაშენკომ ქვეყნის მასშტაბით თითოეულ სასოფლო საბჭოში „სახალხო მილიციის“ დანაყოფების შექმნა ბრძანა, რითაც აფართოებს თავდაცვით სტრუქტურას, რომელიც უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ დაინერგა – იტყობინება The Moscow Times

ლუკაშენკომ ამ ნაბიჯის შესახებ ბელარუსის ზეხნედვინსკის რაიონში ერთ-ერთი ასეთი დანაყოფის წვრთნებზე დაკვირვებისას განაცხადა.

“ჩვენ უნდა გავფართოვდეთ. სადღაც უფრო მეტი ასეთი საბაზისო დანაყოფი უნდა შევქმნათ. ისინი ერთმანეთთან უნდა იყვნენ დაკავშირებული. ამ სტრუქტურის შექმნისას მხედველობაში მქონდა, რომ თითოეულ სასოფლო საბჭოს ჰქონოდა სახალხო მილიციის დანაყოფი. ეს არის ბირთვი. გექნებათ შტურმსაწინააღმდეგო თოფი, ყუმბარები, ტყვიამფრქვევი“ – განაცხადა ლუკაშენკომ.

The Moscow Times-ის ცნობით, ლუკაშენკომ მილიცია ბელარუსის თავდაცვის სისტემის პირველ დონედ აღწერა. ინფრასტრუქტურის დაცვაზე პასუხისმგებელი ტერიტორიული თავდაცვის ძალები შემდეგ ფენას შეადგენენ, რასაც რეგულარული არმია მოსდევს.

banner
წინა სტატიაში„ტელეგრაფი“: უკრაინაში Starlink-ის სერვისის სიჩქარის შემცირების წინადადებით დონალდ ტრამპს ილონ მასკმა მიმართა
შემდეგი სტატიატრამპმა რუსეთის წინააღმდეგ „ლინდსი გრემის კანონით“ გათვალისწინებული სანქციების ამოქმედება შეაჩერა