ლუკაშენკო ბელორუსების გაევროპელებას და ღვინოთი გეგმავს

ბელორუსიის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო, საკუთარი ქვეყნის მოსახლეობის მიერ ლიტრობით სპირტიანი სასმელების მოხმარებისაგან აცრას აპირებს და თვლის, რომ მოქალაქეები სასმელის მოხმარებისას ევროპულ ყაიდაზე უნდა გადავიდნენ და არაყთან ერთად ,,სამაგონიც,, ღვინოთი უმდა შეცვალონ.
როგორც ლუკაშენკომ ბელორუსულ მედიასთან აღნიშნა, მსგავსი იდე მას თავში მოლდოვაში ყოფნის დროს, პრეზიდენტ იგორ დოდონტან სტუმრობისას დაებადა, რომელმაც ბელორუსის პრეზიდენტს სახლში დამზადებული ღვინოები გაასინჯა.
,,როდსაც მოლდოვას რუსეთმა ღვინის ბაზარი დაუკეტა და არც ევროპამ გაუღო კარები, ისინი კოლაფსის წინაშე აღმოჩნდნენ და იძულებული იყვნენ ახალ ტექნოლოგიებით გამოეშვათ უკეთესი ხარისხის ღვინოები. ძალიან კარგი ღვინოები გამოუშვეს. ჩვენთან იცნობენ კარგ მოლდოვურ ღვინოებს, თუმცა ჩვენთან უფრო არაყს ანიჭებენ უპირატესობას. მე არ ვარ წინააღმდეგი, რომ ადამიანებმა დღის ბოლოს 70-100 გრამი არაყი დალიონ, მაგრამ 100 გრამის დალევა ჩვენ ვერ ვისწავლეთ… დაჯდებიან და მთელ ლიტრ არაყს ჩაისხამენ… ეს კი ჯანმრთელობას არ გვმატებს. ამიტომ უნდა მივეჩვიოთ ევროპულ ყაიდაზე ღვინის სმას,”-განაცხადა ლუკაშენკომ.

banner
წინა სტატიაშისარგსიანი: რეგიონის გეოპოლიტიკური პრობლემების მოგვარების შემდეგ პოსტს დავტოვებ
შემდეგი სტატიამამაჩემს სცემდნენ, ჩვენება იძულებით დამაწერინეს-ის, რაც ვთქვი, ტყუილია