,,ლუკა ტიროდა და მოითხოვა სასწრაფო დახმარების გამოძახება, თუმცა უარი უთხრეს”-გარდაცვლილი მოზარდის ძმა სკანდალური დაკითხვის დეტალებზე

15 წლის მოზარდის, გარდაცვლილი ლუკა სირაძის ძმა მუქარისა და ზეწოლის ფაქტებზე საუბრობს.

ბექა სირაძემ საქმის ახალ დეტალებზე განცხადება, ცოტა ხნის წინ, ჟურნალისტებთან გააკეთა.

ბექა სირაძე ამბობს, რომ ის და მისი ოჯახი გამოძიების შედეგებით არ არიან კმაყოფილნი, რადგან მისი თქმით, მხოლოდ მარიანა ჩოლოიანის დაკავება არ არის საკმარისი.

“დაკითხვა თავიდან დაიწყო დედასთან ერთად, თავიდანვე იყო პოლიციის მხრიდან მუქარა და შურაცხყოფა. პირველ რიგში მუქარას იწყებდა მარიანა ჩოლოიანი, რომელსაც ჩემი ძმის საქმესთან უშუალო კავშირი ჰქონდა. ის ემუქრებოდა, რომ მე შემექმნებოდა სასწავლებელში პრობლემები. შელაპარაკების დროს ერთ-ერთმა შეიყვანა ოთახში და ამ ოთახიდან გამოსვლის დროს ლუკა უკვე ტიროდა და მოითხოვა სასწრაფო დახმარების გამოძახება, თუმცა უარი უთხრეს,”- განაცხადა ბექა სირაძემ.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატი რეზო აჭარაძე აღნიშნავს, რომ დაკითხვის დროს გადაღებული ვიდეოები აუცილებლად გარდაცვლილის დედასთან ერთად უნდა დათვალიერდეს.

“როგორც ვიცი არის გარკვეული პროგრესი, თუმცა ვიდეოს დათვალიერება ლუკას დედასთან უნდა მოხდეს, რადგან უნდა გაირკვეს, რომელი პოლიციელი რა დროს როგორ იქცეოდა,”- განაცხადა რეზო აჭარაძემ.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ს საბიუჯეტო კანონი საქართველოსთვის გაზრდილ საფინანსო დახმარებას ითვალისწინებს და კვლავ შეიცავს ჩანაწერს საქართველოს რეგიონების არაღიარების თვალსაზრისით
შემდეგი სტატიატროლების და ბოტების ქარხნის გასვენება – აქცია-პერფომანსი ქართული ოცნების ოფისთან