ლუკა, შვილო, შეგვინდე, რომ ვერ გეპატრონეთ, ვერ გაგიფრთხილდით, ვერ გულისხმა ვყავით შენი ძახილი და ვერ დაგიცავით!

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge დეკემბერი 18, 2019 22:08

ლუკა, შვილო, შეგვინდე, რომ ვერ გეპატრონეთ, ვერ გაგიფრთხილდით, ვერ გულისხმა ვყავით შენი ძახილი და ვერ დაგიცავით!

მნიშვნელოვანი

  • ლუკა, შვილო, შეგვინდე, რომ ვერ გეპატრონეთ, ვერ გაგიფრთხილდით, ვერ გულისხმა ვყავით შენი ძახილი და ვერ დაგიცავით!

სხვა სტატიები

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი 15 წლის მოზარდის გარდაცვალების ფაქტს გამოეხმაურა.

“ფოთისა და ხობის ეპარქიის სამღვდელოებისა და ჩვენი სამწყსოს სახელით სამძიმარს ვუცხადებ ლუკა სირაძის ოჯახს.

მიმძიმს სათანადო სიტყვის გამოთქმა, რითაც ნუგეშს მივანიჭებდი ლუკას მშობელ დედას, ახლობლებს, მეგობრებს, დანარჩენ საზოგადოებას, ვინც დღეს ჭირისუფლად მიიჩნევს თავს; ასეთ დროს ალბათ დუმილი გვმართებს, თუმცა არა დადუმება იმის გამო, რაც მსგავს უბედურებებს იწვევს.

ლუკა ჩემი შვილია, ჩვენი შვილია! ლუკა ჩვენი მოზარდი თაობის განუყოფელი ნაწილია! ლუკას ამბავმა ჩვენ უნდა გამოგვაფხიზლოს!

ლუკა, შვილო, შეგვინდე, რომ ვერ გეპატრონეთ, ვერ გაგიფრთხილდით, ვერ გულისხმა ვყავით შენი ძახილი და ვერ დაგიცავით!

დავით წინასწარმეტყველი ამბობს: “უფლისაი არს ქვეყანაი და სავსებაი მისი, სოფელი და ყოველი დამკვიდრებული მას შინა”.

ლუკა შვილო, ღმერთს ებარებოდე! ”

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge დეკემბერი 18, 2019 22:08

Google სტატისტიკა


9,124
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics