ლუკა ფეიქრიშვილი: ვიდეოში მყოფი პატიმრები საქმის კურსში არიან ვიდეოს გადაღების შესახებ

luka-feiqrishviliახალგაზრდა ხაკერი ლუკა ფეიქრიშვილი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “თაიმერი” უცვლელად გთავაზობთ:

“ელისო კილაძემ რა კადრებიც განათავსა ქრონიკა პლუსის საიტზე პატიმრების წამებასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ თავიდანვე ნანახი გვქონდა…
ცხადია ეს კადრები ნათლად მიუთითებს იმაზე რომ სცენარის შესრულებას აქვს ადგილი ანუ დადგმულია…
ოფიციალური სქემა კი ორგანიზაცია umbrella – ას კვლევებით არის შემდეგი…
უშუალოდ ვიდეოში მყოფი პატიმრები საქმის კურსში არიან ვიდეოს გადაღების შესახებ და ზუსტად იციან როგორ უნდა ითამაშონ…
ამ ყველაფერს ამტკიცებს ვიდეოში ასახული გარემოებები…
უფრო ვრცლად ვისაუბრებ საჭირო ადგილას…
შლემი რომელიც პატიმარს თავზე უკეთია ვიდეოში არის იმისთვის რომ მან არ მიაყენოს დაზიანებები საკუთარ თავს და იყოს დაცული თავის დარტყმისგან თუ იგი დაეცემა ჯანმრთელობის ცუდი მდგომარეობის გამო ან თუ მას აქვს ფსიქიკური პრობლემები და განზრახ იყენებს თვით დაზიანებებს…
დასკვნა კი მეტყველევს იმაზე რომ ყველა შემთხვევაში შლემიანი პატიმარი არ არის ჯანმრთელი და ის თამაშობს”-წერს ახალგაზრდა ხაკერი ლუკა ფეიქრიშვილი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე

banner
წინა სტატიაში“დუბინკა” მოიტანეთ… და პრეზერვატივი…” – ბედუკაძის ფრაზები და მოქმედება “ციხის კადრების” აქამდე უცნობ ნაწილში
შემდეგი სტატია“არ შეიძლება, ქვეყანაში ფუნქციონირებდეს პარტია, რომელიც ტერიტორიული მთლიანობის და დამოუკიდებლობის წინააღმდეგ გამოდის”