ლუკა ფეიქრიშვილი ვარაუდობს, რომ მას საპარლამენტო არჩევნებამდე დააკავებენ

ჯგუფ ”ამბრელას” ერთ-ერთი წარმომადგენელი ლუკა ფეიქრიშვილი ვარაუდობს, რომ მას საპარლამენტო არჩევნებამდე დააკავებენ. ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, გუშინ პროკურატურის სამმა თანამშრომელმა სასამართლოს მიერ გაცემული დადგენილების საფუძველზე, მის სახლში ჩხრეკა ჩაატარა. ფეიქრიშვილის თქმით, სამართალდამცველებმა 2 ცალი კომპიუტერის ქეისი, მეხსიერების ბარათი და რამდენიმე ცალი დისკი ამოიღეს.
ფეიქრიშვილი ამტკიცებს, რომ სამართალდამაცავებმა მას ცოტა ხნით ტელეფონი წაართვეს და ადვოკატთან დაკავშირების საშუალება არ მისცეს. როგორც ფეიქრიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, მის სახლში ჩხრეკა სავარაუდოდ პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებას ეხება.

”ჩემი დაკითხვიდან ორ დღეში, გუშინ სამი პიროვნება შემოვიდა ჩემს კუთვნილ საცხოვრებელ სახლში სასამართლოს დადგენილებით, რომლის საფუძველზეც მათ ჰქონდათ უფლება ჩაეტარებინათ ჩხრეკა და ამოეღოთ ტექნიკა. ისინი ეძებდნენ – მეხსიერების ბარათებს, СD და DVD დისკებს, ლეპტოპებს, პროცესორებს. უშუალოდ ჩხრეკის პროცესში მათი გამოიყენეს ფიზიკური ძალა. რაც იმაში გამოიხატება, რომ ფიზიკური ძალის გამოყენებით დაკეტეს ჩემი საცხოვრებელი სახლის შემოსასვლელი კარი, არ მიშვებდნენ ოთახიდან და მიწევდნენ წინააღმდეგობას. ცოტა ხნით წამართვეს ტელეფონი, არ მომცეს საშუალება დამერეკა ადვოკატთან. იქცეოდნენ ძალიან უზნეოდ და აბსულუტურად ყველაფერი გადმოყარეს. ჩემს სახლში იყო ძველი ლეპტოპი, რომელიც გაისროლეს ჩემს თვალწინ და კედელზე მიახეთქეს”, – აღნიშნა ლუკა ფეიქრიშვილმა.

banner
წინა სტატიაშითბილისის პარკებსა და ბაღებში გამწვანების სამუშაოები სრულდება
შემდეგი სტატია“იმედი მაქვს, რომ ფორუმის მონაწილეები საქართველოდან ზუსტად იმ ემოციებით წავლენ, რომელიც ჩვენი ქვეყნის წარმატებას შეუწყობს ხელს”