ლუკა კურტანიძე: როცა საქართველო ყველა კომპონენტით იქნება მზად, მიიღებს ვიზალიბერალიზაციას

“მთავარია, რომ ჩვენ სურვილი გვაქვს, ყველა მოთხოვნა შევასრულოთ ზედმიწევნით. ამის შემდეგ, ვფიქრობ, რომ მომზადებული შევხვდებით ევროპულ ოჯახში ჩვენს ღირსეულ ყოფნას”,-განაცხადა კურტანიძემ

როგორც მან აღნიშნა, ახლა თითოეული პოლიტიკური პარტია თავის სასარგებლოდ იყენებს ამ საკითხს.

“ყველაფერს აქვს თავისი დრო და როდესაც საქართველო ყოველა თავისი კომპონენტით იქნება მზად, მიიღებს ვიზალიბერალიზაციას. კრიმინალი ყველა ქვეყანაში არის, ეს თანმდევია სახელმწიფოსი, მაგრამ გააჩნია რა რაოდენობით. ეს არის გაბუქებული მიზეზი, ჩვენ უფრო გლობალური პრობლემები გვაქვს მოსაგვარებელი, რომლის წინაშეც თვითონ ევროპაც დგას” ,- განაცხადა ლუკა კურტანიძემ.

banner
წინა სტატიაშიჰილარი კლინტონმა დონალდ ტრამპს გადაუსწრო
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი: დემოკრატიული პროგრესი ქართველი ერის ღირებულებებთან სრულ შესაბამისობაშია