ლუკა კურტანიძე განაჩენის მოლოდინშია

“ოცნების” ყოფილი დეპუტატი, ლუკა კურტანიძე მოსამართლის განაჩენის მოლოდინშია – ამ წუთებში, ბათუმის სასამართლო, სადაც ყოფილ ცოლზე ძალადობის ბრალდებით დაკავებული მამაკაცის ბოლო პროცესი იწყება. დღეს საბოლო სიტყვები უნდა წარმოთქვან და სავარაუდოიდ დღესვე გახდება ცნობილი მოსამართლის გადაწყვეტილება.

წინა პროცესზე, კურტანიძემ ძალადობის ფაქტი აღიარა, თუმც ის ამტკიცებდა რომ ამის გაკეთება დაზარალებულმა ქალმა აიძულა.

დაცვის მხარეს მოლოდინი აქვს, რომ ლუკა კურტანიძის მიმართ წარდგენილი ოთხი მუხლიდან სამში გამამართლებელი განაჩენი დადგებ

მოლოდინი გვაქვს, რომ წარდგენილი ოთხი მუხლიდან სამში გამართლდება, იმ ერთ მუხლში, რომელსაც ვაღიარებთ, ბევრი შემამსუბუქებელი გარემოებაა ბრალდებულის პიროვნების გათვალისწინებით – ის აღიარებს დანაშაულს, ნასამართლევი არ არის და ველოდებით მსუბუქ სასჯელს ამ ნაწილში.

კურტანიძე აღიარებს იმას, რომ ხელი მოკიდა და ტერიტორიიდან განარიდა, ადგილზე სასწრაფო დახმარების ჯგუფის დახმარებაც არ დასჭირდა ყოფილ მეუღლეს, იმდენად მსუბუქი დაზიანება მიადგა.

ყოფილი ცოლი ტერიტორიიდან გაიყვანა, რადგან სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა.

დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას და შემდგომ გადავწყვეტთ, გავასაჩივრებთ თუ არა სასამართლოს გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ადვოკატმა ივანე მეფარიშვილმა.

სახელმწიფო ბრალდება კი ლუკა კურტანიძის დამნაშავედ ცნობას ითხოვს – პროკურორი დავით კირჩხელი ამბობს, რომ “ოცნების” ყოფილ დეპუტატთან საპროცესო შეთანხმების თაობაზე განხილვა საერთოდ არ მიმდინარეობს.

„ბრალდებულის მიმართ წარდგენილ ყველა ბრალდებაში, დამნაშავედ ცნობას და შესაბამისი სასჯელის განსაზღვრას მოვითხოვთ.

დიახ, მთავარი მოთხოვნაა, დამნაშავედ ცნობა მოხდეს.

სასამართლოს გადაწყვეტილებამდე წინასწარ შეუძლებელია რაიმეს თქმა, ვნახოთ, სასამართლო რა გადაწყვეტილებას მიიღებს.

საპროცესო შეთანხმების თაობაზე განხილვა საერთოდ არ მიმდინარეობს“, – აცხადებს დავით კირჩხელი.

შეგახსენებთ, რომ ჭიდაობის ფედერაციის ექს პრეზიდენტი და “ოცნების” ყოფილი დეპუტატი ყოფილ მეუღლეს ქობულეთში მდებარე სახლში შეუვარდა და ფიზიკური დაზიანებები მიაყენა. ხათუნა მიქაცაძეს დაზიანებები მთელს სხეულზე აღენიშნება.

კურტანიძეს ბრალდება ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის, ოჯახის წევრის ნივთის განზრახ დაზიანებისა და ოჯახის წევრის მიმართ დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობის მუხლით წარედგინა. აღნიშნული ქმედება 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამ ბრალდებებს კიდევ ახალი მუხლი – საკუთრების უფლების დარღვევა დაემატა.

banner
წინა სტატიაშითიბისის შავი პარასკევის შეთავაზებით 60 000-მდე მომხმარებელმა ისარგებლა
შემდეგი სტატიასუს–მა თბილისის მერიის თანამშრომელი დააკავა