„ქართული ოცნების“ ყოფილმა დეპუტატმა, ლუკა კურტანიძემ ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განცხადება გააკეთა და ყოფილი პრემიერის მიმართ წაყენებულ ბრალდებებს „სისულელე“ უწოდა.
კურტანიძის თქმით, მას სჯერა, რომ ეს გაუგებრობა მალე გაირკვევა, ხოლო ბიძინა ივანიშვილი შეცდომაშია შეყვანილი. მან მკვეთრად გააკრიტიკა მამუკა მდინარაძე და მას „ვირთხა“ უწოდა.
„მაგ სისულელეს [ჯარის ძარცვას] მხოლოდ სულელები დაიჯერებენ და ისეთი ვირთხები, როგორიც მდინარაძე იყო… მდინარაძე მკვდარზე უარესია, ვირთხაა, რომელმაც თავის გუნდის წევრებს ასეთი რამეები შეუთხზა“, — განაცხადა კურტანიძემ.
მისივე თქმით, ღარიბაშვილს საზოგადოების მხარდაჭერა აქვს და სიმართლის დადგენის შემდეგ „ყველა იქ იდგება, სადაც საჭიროა“.















