ლუკა კალანდია – ვიბრძოლებთ, დავამტკიცებთ ჩვენს უდანაშაულობას და ამას ყველა დაინახავს

დავით სარალიძის ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიას ძმამ, ლუკა კალანდიამ და ბრალდებულის ახლობლებმა, პროცესის დასრულების შემდეგ საქალაქო სასამართლოს ეზოში სიმბოლურად მტრედები გაუშვეს.

როგორც ლუკა კალანდია აცხადებს, მისი ძმა უდანაშაულოა და სიმართლის დასამტკიცებლად აუცულებლად იბრძოლებენ.

„სასამართლო არ არის ჩვენს ქვეყანაში როცა უდანაშაულო ბიჭს იჭერენ და თუნდაც წინასწარ პატიმრობაში უშვებენ. აქ სამართალი, სასამართლო და ზოგადად დემოკრატია, რისთვისაც ჩვენ ყველანი ვიბრძვით არ არსებობს. ვიბრძოლებთ, დავამტკიცებთ ჩვენს უდანაშაულობას და ამას ყველა დაინახავს.

მტრედები გავაფრინე თავისუფლების ნიშნად და ყველაფერს ისეთ ადგილზე დავაყენებთ როგორც საჭიროა“, – განაცხადა ლუკა კალანდიამ.

ბრძოლის სამართლებრივი მეთოდებით გაგრძელებაზე საუბრობს, ბრალდებულ მიხეილ კალანდიას მამა თენგიზ კალანდია. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მიხეილ კალანდიას უდანაშაულობას მტკიცებულებებით დაადასტურებენ.

არასრულწლოვან დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულ მიხეილ კალანდიას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დღეს შეუფარდა.

წინასასამართლო სხდომა 11 ივლისს, 11:00 საათზე დაინიშნა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიხეილ კალანდია მოსამართლის განჩინებით ოთხ ივნისს დააკავა. ხუთ ივნისს კი, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვან დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე კალანდიას ბრალი ოფიციალურად წარედგინა. გამოძიება მიხეილ კალანდიას წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, განზრახ, ჯგუფურად მკვლელობას ედავება.

banner
წინა სტატიაში,,დარწმუნებული ვარ, ვაიძულებთ ხელისუფლებას წამოვიდეს იმ თამაშის წესზე, რომელიც საქართველოს კონსტიტუციაში წერია”
შემდეგი სტატიაყაზბეგში კერძო ვერტმფრენის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით, შსს-მ გამოძიება დაიწყო