აქტივისტ ლუკა ჭოხონელიძის მიერ ქალის გაუპატიურების შესაძლო ფაქტზე დაწყებულ საქმეში “საფარი” ჩაერთო.
“საფარი ჩაერთო ლ. ჭ.-ს მიერ ქალის გაუპატიურების შესაძლო ფაქტზე დაწყებულ საქმეში და ორგანიზაცია აქტიურად მუშაობს დაზარალებულის ინტერესების სამართლებრივად დასაცავად. ამ ეტაპზე საგამოძიებო პროცესი ინტენსიურად მიმდინარეობს: გამოკითხულია დაზარალებული, მოწმეები და ჩატარებულია შესაბამისი ექსპერტიზები.
საფარი მოწოდებულია დაიცვას დაზარალებული ქალის ინტერესები და უფლებები. ამჟამად, ქალის უმთავრესი სურვილი და საჭიროებაა, არ მოხდეს მისი პერსონალური მონაცემების გასაჯაროება. ჩვენი ორგანიზაცია სრულად იზიარებს ამ პოზიციას და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ დაზარალებული დავიცვათ განმეორებითი ვიქტიმიზაციისგან.
საზოგადოებასა და მედიას მოვუწოდებთ, შეწყვიტონ საქმის გარშემო სპეკულაციები. მსგავსი ქმედებები უკვე აზიანებს მსხვერპლის მენტალურ ჯანმრთელობას და საფრთხეში აგდებს მის კონფიდენციალობას.
საფარი მოვუწოდებთ ყველას, გამოავლინონ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა, განაგრძონ გამოძიებასთან თანამშრომლობა, პატივი სცენ კანონს და მსხვერპლის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას.
ჩვენი საქმიანობა მიმართულია მართლმსაჯულების აღსრულებისკენ მსხვერპლის უფლებების პატივისცემის გათვალისწინებით”,_ აცხადებს საფარი.
ინფორმაციისთვის, ლუკა ჭოხონელიძის მიერ ქალის შესაძლო გაუპატიურების შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ალბი კორძაიამ გაავრცელა.