ლუკა ბიძინაშვილის ოჯახის წევრები შსს-ს შიდა ქართლის დეპარტამენტთან არიან შეკრებილნი

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის დეპარტამენტთან სოფელ კარბში მცხოვრები 23 წლის ლუკა ბიძინაშვილის ოჯახის წევრები არიან შეკრებილი.

ლუკა ბიძინაშვილის მამა აცხადებს, რომ დაახლოებით ერთი საათის წინ მისი შვილი სოფლიდან „შკოდას“ მარკის ავტომანქანით წაიყვანეს.

ოჯახი ინფორმაციის მიღებას სამართალდამცველებისგან ცდილობს.

„მეგობართან ერთად იყო სოფელში. როგორც მოყოლით ვიცი, „შკოდას“ მარკის მანქანა გაჩერდა, ჯერ გაჩხრიკეს და შემდეგ მანქანაში ჩასვეს. არ ვიცით, ვინ წაიყვანა და სად. ამის გარკვევას ვცდილობთ ახლა პოლიციასთან. ვერაფერს გვეუბნებიან,“ – აცხადებს ლუკა ბიძინაშვილის მამა ლევან ბიძინაშვილი.

banner
წინა სტატიაშიკონსტანტინე კაკავა: დიემოს ხელმძღვანელი არ უშვებდა გეგმიურ აუდიტს, პრობლემები ჰქონდა საერთაშორისო დონორებთან, მისი განცხადება პოლიტიკური მოტივებითაა გაჯერებული
შემდეგი სტატიაპოლიციამ ძალადობის ბრალდებით 1 პირი დააკავა