ლუკ კოფი – “სირიიდან გაყვანილი ამერიკის ჯარი საქართველოში გავგზავნოთ”

ამერიკელი პოლიტიკური მრჩეველი და აშშ-ის არმიის ვეტერანი ლუკ კოფი სირიიდან გაყვანილი ამერიკელი სამხედროების საქართველოში განთავსების ინიციატივით გამოდის. აღნიშნული რეკომენდაცია კოფიმ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე გაავრცელა.

„შეთავაზება: ამერიკის შეერთებული შტატების ჯარი, რომელიც სირიას ტოვებს, შეიძლება, საქართველოში გაიგზავნოს და გახდეს „ჰორიზონტს მიღმა“ ძალა, რომელიც სწრაფად უპასუხებს „ისლამურ სახელმწიფოს“, იმ შემთხვევაში თუ ის კვლავ გაძლიერდება“,- წერს ლუკ კოფი „ტვიტერის“ გვერდზე.

კოფის რეკომენდაციით, ამერიკის შეერთებულ შტატებს ჯარის განსათავსებლად ახალქალაქში მდებარე რუსეთის ყოფილი ბაზის გამოყენება შეუძლია, რომელიც სირიის ქალაქ რაქას 740 კილომეტრით არის დაშორებული.

კოფის „ტვიტერის“ გვერდზე შესაბამისი რუკაც აქვს გამოქვეყნებული იმ ადგილის მითითებით, სადაც შეიძლება განთავსდნენ ამერიკელი სამხედროები და აღნიშნულია, რა მანძილით არის დაშორებული ლოკაცია სირიის ქალაქ რაქას.

„ახლა საქართველო უფრო საიმედოა, ვიდრე ერაყი“, – აღნიშნავს ლუკ კოფი

banner
წინა სტატიაშიცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. შეირაღებული ძალები „სწავლების მიზნით, მუშაობის საბრძოლო რეჟიმზეა გადაყვანილი“
შემდეგი სტატია“ამას შეიძლება მოჰყვეს, დამატებითი კონფლიქტური ზონების წარმოქმნა” – ნინო ბურჯანაძე ლუკ კოფის იდეის შესახებ