ლუკ კოფი – საქართველო მტკიცედ ადგას ნატო-სკენ მიმავალ გზას და აშშ უნდა დაეხმაროს ამ გზაზე საქართველოს

საქართველოში ახლა ძალიან ბევრი შიდაპოლიტიკური პრობლემა არსებობს, ჩემთვის ეს არის კარგი მმართველობის ჩამოყალიბებისკენ და დემოკრატიისკენ მიმავალი გზა, – ამის შესახებ „ჰერიტიჯის ფონდის“ მკვლევარმა, ლუკ კოფიმ ონლაინკონფერენციის დროს განაცხადა, რომლის ორგანიზატორი ევროპელი კონსერვატორების და რეფორმისტების ჯგუფი იყო. დისკუსიის მოდერატორი გახლდათ ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა.

„ვიდრე საქართველო სწორი მიმართულებით მიემართება, ცხადია, იქნება აღმასვლა და დაღმასვლა. ეს ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოში ხდება. შეხედეთ აშშ-ს, შეხედეთ, რა მოხდა 6 იანვარს. მაგრამ ვიდრე საქართველო სწორი მიმართულებით მიდის, აშშ-მა და ევროკავშირმა უნდა იმუშაონ ერთად და დაეხმარონ საქართველოს ევროატლანტიკური სივრცისკენ მიმავალ გზაზე. პირველ რიგში, ძალიან კარგი იქნებოდა, თუ სახელმწიფო მდივანი ბლინკენი ჩავიდოდა საქართველში, თბილისში, რათა მოეხმაროს მხარეებს კომპრომისის მოძებნაში, რომ სიტუაცია ჩვეულ კალაპოტში დაბრუნდეს. ამასთან ერთად, არ უნდა დაგვავიწყდეს უფრო ფართო სურათი, რომ საქართველო მტკიცედ ადგას ნატო-სკენ მიმავალ გზას და აშშ უნდა დაეხმაროს ამ გზაზე საქართველოს. ასევე დარჩეს საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების ერთგული“,- აცხადებს ლუკ კოფი.

banner
წინა სტატიაშიგია ხუხაშვილი: ჯერ კიდევ შეგიძლია მითხრა – მე გავდივარ პოლიტიკიდან…ახლაც გამოგყვები
შემდეგი სტატიასაქართველოში სიტუაცია უარესდება, – ამის შესახებ ყოფილი ევროპარლამენტარი რებეკა ჰარმსი Twitter-ზე წერს