ლუკ კოფი რუსულ კანონზე: სასწორზე დევს ევროატლანტიკური გზა და ზიანს აყენებს საქართველოსა და აშშ-ს ორმხრივ ურთიერთობას

ჰადსონის ინსტიტუტის მკვლევარი, ლუკ კოფი “მთავართან” საუბარში ამბობს, რომ რუსული კანონით სასწორზე დევს საქართველოს ევროატლანტიკური კურსი და ზიანი ადგება აშშ-საქართველოს ურთიერთობებს:

მინდა ვუთხრა ქართულ ოცნებას და ასევე ქართველ ხალხს, თუ რა დევს სასწორზე ამ კანონპროექტით. ეს კანონპროექტი არ შეესაბამება ევროატლანტიკურ გზას და ასევე ზიანს აყენებს საქართველოსა და აშშ-ს შორის ორმხრივ ურთიერთობას. ამიტომ, მე ვთვლი, რომ აშშ-მა მკაფიოდ უნდა აუხსნას ქართველ ხალხს, თუ რა ვითარებაა ახლა.

ჩემი აზრით, საუკეთესო გამოსავალი იქნება იქნება, რომ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება და ოპოზიციური პარტიები შეთანხმდნენ ერთიან პლატფორმაზე, განახორციელონ თავიანთი კონსტიტუციური უფლებები და არჩევნებზე შეეცადონ რომ შეცალონ არსებული ხელისუფლება” ამბობს კოფი.

banner
წინა სტატიაშიჯიმ ობრაიენი უახლოეს დღეებში საქართველოს ეწვევა
შემდეგი სტატიაკახა კალაძე: საჭიროა შევიარაღდეთ სიმართლით, ზუსტი ინფორმაციით, მოვიძიოთ ფაქტები, გავაანალიზოთ მიმდინარე პროცესები, რადგან ეს ყველა ჩვენგანის ვალია ქვეყნის წინაშე