ჰადსონის ინსტიტუტის ევროპისა და ევრაზიის ცენტრის უფროსი მკვლევარი ლუკ კოფი აცხადებს, რომ ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ (IRGC) მიზანმიმართულად იყენებს საქართველოს მოქალაქეებისთვის არსებულ უვიზო მიმოსვლას აშშ-სა და შენგენის ზონაში, რათა ქვეყნის შიგნით ფარული სადაზვერვო ქსელი შექმნას. კოფის თქმით, ირანელების მთავარი სამიზნე ეთნიკურად აზერბაიჯანელი საქართველოს მოქალაქეები არიან.
ამერიკელი ექსპერტი მმართველ გუნდს მკაცრად აფრთხილებს, რომ ვაშინგტონი თბილისის მხრიდან ტერორისტული საფრთხეების იგნორირებას არ შეეგუება:
„საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ უფრო მარტივად იმოგზაურონ აშშ-სა და შენგენის ზონაში — სწორედ ამიტომ იღებენ ირანელები მიზანში ეთნიკურად აზერბაიჯანელ საქართველოს მოქალაქეებს.
„ქართულმა ოცნებამ“ უნდა გაითვალისწინოს, რომ აშშ-ის არცერთი საპრეზიდენტო ადმინისტრაცია არ შეეგუება მათ ქვეყანაში „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ (IRGC) მიერ აგენტების გადაბირებასა და თავგასულ მოქმედებებს“, — აცხადებს ლუკ კოფი.















