ლუკ კოფი ინიციატივით გამოდის, რომ სირიიდან გასული ამერიკული კონტინგენტი ახალქალაქში, ყოფილ რუსულ სამხედრო ბაზაზე განთავსდეს

„ჰერითიჯის ფონდის“ მკვლევარი ლუკ კოფი ინიციატივით გამოდის, რომ სირიიდან გასული ამერიკული კონტინგენტი საქართველოში, კერძოდ კი, ახალქალაქში ყოფილ რუსულ სამხედრო ბაზაზე განთავსდეს და გახდეს „ჰორიზონტს მიღმა“ ძალა ისლამური სახელმწიფოს აღდგენის შემთხვევაში სწრაფად რეაგირებისთვის.

ამის შესახებ მან „ტვიტერში“, საკუთარ გვერდზე დაწერა.

„შეთავაზება: აშშ-ის შეიარაღებული ძალები, რომლებიც სირიას ტოვებენ შეიძლება, საქართველოში გაიგზავნოს და გახდეს „ჰორიზონტს მიღმა“ ძალა ისლამური სახელმწიფოს აღდგენის შემთხვევაში სწრაფად საპასუხოდ. აშშ-ს შეუძლია, გამოიყენოს ძველი რუსული ბაზა ახალქალაქში, რომელიც სულ რაღაც 740 კმ-ით არის დაშორებული რაყადან. ახლა საქართველო უფრო საიმედოა, ვიდრე ერაყი“, – წერს ლუკ კოფი.

banner
წინა სტატიაში“ყელის კიბო უშველის…” – არქიმანდრიტი ბართლომე ანიტა რაჭველიშვილზე
შემდეგი სტატიავახტანგ გომელაური აშშ-ის სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს რეგიონალური ოფისის დირექტორს შეხვდა