ლუკ ბესონის ახალი ფილმი საფრანგეთის კინოს ისტორიაში ყველაზე მაღალბიუჯეტიანია (ვიდეო)

ფილმი “ვალერიანი და ათასი პლანეტის ქალაქი”, რომელიც რეჟისორ ლუკ ბესონს ეკუთვნის, საფრაგნეთის კინემატორგაფიის ისტორიაში ყველაზე მაღალბიუჯეტური ფილმია – გამოცემა Cineuropa წერს.
ფილმი 197 მილიონი ევრო დაჯდა. მანამდე ყველაზე ძვირადღირებულ ფილმად ითვლებოდა 2008 წლის “ასტერიქსი ოლიმპიურ თამაშებში”, რომლის ბიუჯეტი 78 მილიონი ევრო იყო.
Cineuropa აღნიშნავს, რომ “ვალერიანი და ათასი პლანეტის ქალაქი” მხოლოდ ფრანგული წარმოებისაა, თუმცა, ფილმის ორიგინალური ენა ინგლისურია.

ფილმის პრემიერა ზაფხულშია დაგეგმილი.

 

banner
წინა სტატიაშიაშშ-მ რუსეთს სირიის გამო ულტიმატური წაუყენა
შემდეგი სტატიაკონსტიტუციაში პარლამენტის მისამართს აღარ ჩაწერენ