ლუიზა ვინტონი : ყურადღებით ვადევნებთ თვალს ყველა კომენტარს, რაც არჩევნების წინ კეთდება

ჩვენ ყველაფერს ვუკეთებთ მონიტორინგს და ყურადღებით ვადევნებთ თვალ-ყურს – აცხადებს გაერო-ს ელჩი საქართველოში პირადობის მოწმობების შესაძლო გაყალბების თაობაზე, არასამთავრობოების განცხადების კომენტირტებისას

ლუიზა ვინტონი აცხადებს, რომ ორგანიზაცია ყურადღებით აკვირდება სამოქალაქო სექტორის მიერ გაკეთებულ განცხადებებს არჩევნების თაობაზე და იმედოვნებს,რომ არჩევნები მშვიდ და დემოკრატიულ ვითარებაში ჩატარდება.

„პირველი ტურის მსვლელობაზე, რაც ხდებოდა, ეს იყო ძალიან აქტიური, თუმცა ასევე იყო დემოკრატიული გარემო. ჩვენ ძალიან ყურადღებით ვადევნებთ თვალ-ყურს ყველაფერს, რაც საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით კეთდება, მათ შორის, იმ კომენტარებს, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოება აკეთებს. ეს ეხება როგორც დადებით, ასევე უარყოფით შეფასებებსაც. პირველ ტურთან დაკავშირებით, ძირითადი კრიტიკა, რომელიც მოდიოდა სამოქალაქო საზოგადოებიდან, დაკავშირებული იყო ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან. ამიტომ, ჩვენ ველოდებით იმას, რომ მეორე ტური ჩატარდება ნამდვილად მშვიდობიან და დემოკრატიულ გარემოში” – , განაცხადა ლუიზა ვინტონმა.

banner
წინა სტატიაში“ნაციონალური მოძრაობის” საწინააღმდეგო ბილბორდების საქმე – აუდიტის სამსახურმა გამოძიება დაიწყო
შემდეგი სტატიახობში ხანძრისას დაშავებული 66 წლის ქალი გარდაიცვალა