ლუგანსკში საჰაერო იერიშს 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათგან ერთი ბავშვია

უკრაინაში საოკუპაციო ძალებმა ლუგანსკის ოლქი დაბომბეს. საჰაერო იერიშს 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათგან ერთი მცირეწლოვანი ბავშვია.

აგრესორმა დაბომბა გიმნაზიის შენობა ლისიჩანსკში. მშვიდობიანი მოსახლეობა ემსხვერპლა ოკუპანტების შეტევას ხარკოვის ოლქშიც. დაიღუპა 1 კაცი და დაშავდნენ ადგილობრივები. საჰაერო იერიშის დროს ათზე მეტი საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა.

მტერმა იერიში მიიტანა ხორბლის საწყობზე დნეპროპეტროვსკში. საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს უკრაინის აღმოსავლეთში.

მედიის ცნობით, დონბასში გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინის არმიამ რუსეთის ათი შეტევა მოიგერია. უკრაინელმა სამხედროებმა ოკუპანტების კუთვნილი ტანკები, საარტილერიო სისტემები და ჯავშანტექნიკა გაანადგურეს.​

banner
წინა სტატიაშიჩეხეთის პარლამენტის სენატის პრეზიდენტი – ევროკავშირის რეაქცია ცხინვალის რეგიონის ოკუპაციასა და ყირიმის ანექსიაზე იყო სუსტი, ახლა დადგა ერთიანობის დრო
შემდეგი სტატიაზელენსკი – ჩემმა შვილებმა რუსეთში მცხოვრები ბავშვებისგან განსხვავებით, ზუსტად იციან, ვისთან ერთად ვიბრძვით, რისთვის ვიბრძვით და რომ გავიმარჯვებთ