ლუგანსკში მძიმე ბრძოლებია, მტერი მასიურად ბომბავს დასახლებებს და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას ანადგურებს – გაიდაი

ლუგანსკის ოლქის გუბერნატორის, სერგეი გაიდაის ინფორმაციით, რეგიონში მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს. მისი თქმით, მტერი მასიურად ბომბავს დასახლებებს და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას ანადგურებს.

ბოლო თავდასხმების შემდეგ ოლქში კიდევ 2 გარდაცვლილი იპოვეს, არიან დაშავებულებიც. დაინგრა 60-მდე სახლი.

“უწყვეტი დაბომბვის დროს ყოველთვის არ არის შესაძლებელი განადგურებულ ადგილებამდე სწრაფად მიღწევა და შემოწმება, მოჰყვა თუ არა თავდასხმას მსხვერპლი. ამიტომ ყოველდღიურად დაზიანებული სახლების მზარდი რაოდენობის გათვალისწინებით, შეიძლება, მეტი დაღუპული იყოს”, – თქვა გაიდაიმ.

გუბერნატორმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სიტუაცია უკიდურესად მძიმეა. მისი თქმით, 28 მაისს, ლისიჩანსკში რუსული ჭურვი მაღალსართულიან შენობას დაეცა. ერთი გოგო ადგილზე დაიღუპა, 4 ადგილობრივი სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

“კინოთეატრი “დრუჟბა” დაინგრა საჰაერო თავდასხმის შედეგად. დაზიანდა 22 სახლი. ვითარება სევეროდონეცკში კიდევ უფრო უარესია – მტერი შტურმზე გადადის. ბრძოლა გრძელდება. დარჩენილები ქალაქის იუბილეს სარდაფებში აღნიშნავენ, გარდა იმ ქალისა, რომელიც გუშინ საკუთარ სახლში გარდაიცვალა”, – თქვა გაიდაიმ.

მანვე დასძინა, რომ სევეროდონეცკი უკრაინის დროშის ქვეშ რჩება და რუსული ჯარები ქალაქში სასტუმრო “მირის” დაკავების შემდეგ წინსვლას ვეღარ ახერხებენ.

banner
წინა სტატიაშიოკუპირებულ დონეცკში რუსული ჯარების საბრძოლო მასალის საცავი აფეთქდა
შემდეგი სტატიარუსეთი ტერორისტ სახელმწიფოდ უნდა გამოაცხადონ, ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ – ზელენსკი