ლუგანსკის რეგიონში რუსებმა ნავთობგადასამუშავებელ ქარხანას კვლავ ცეცხლი გაუხსნეს

16 აპრილს, დილით, რუსმა ოკუპანტებმა ლისიჩანსკის ნავთობგადასამუშავებელ ქარხანას ცეცხლი გაუხსნეს. ამის შესახებ რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი გაიდაიმ განაცხადა.
მისი თქმით, თავდასხმის გამო, საწარმოს მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა და 5 000 კვადრატულ მეტრამდე გაიზარდა.

„დილით, ორკებმა ნავთობის საწარმოს შეუტიეს, ხანძარი 5 000 კვადრატულ მეტრამდე გაიზარდა. ამ დროისთვის, მისი ჩაქრობა გრძელდება. ეს არ არის ამ საწარმოს პირველი დაბომბვა. რაშისტები მას სისტემატურად უმიზნებენ. ადგილზე საწვავი არ არის, იწვის მხოლოდ ნავთობის ნარჩენები“, – წერს სერგეი გაიდაი.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის თემით სპეკულირება არის „ნაცმოძრაობის“ საქმიანობის მთავარი მიმართულება, ამის შემადგენელი ნაწილი გახდა მარგველაშვილიც – ვოლსკი
შემდეგი სტატიაუკრაინელებმა კიდევ ერთი საერთო სასაფლაო სუმში აღმოაჩინეს