ლუგანსკის ოლქში, უკრაინელებმა ოკუპანტების უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს

უკრაინელებმა, ლუგანსკის ოლქში მტრის უპილოტო საფრენი აპარატი “Kub-BLA” ჩამოაგდეს, – ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.

უწყების ცნობით, მსგავსი ტიპის უპილოტო საფრენი აპარატები წარმოდგენილი იყო იარაღის საერთაშორისო გამოფენაზე 2019 წელს, ხოლო 2022 წლის მარტში კიევის რეგიონში რუსმა ოკუპანტებმა პირველად გამოიყენეს.

“ეს არის რუსული მაღალი სიზუსტის დარტყმის უპილოტო საფრენი აპარატი Kub-BLA. როგორც რუსი პროპაგანდისტები აღნიშნავენ, მისი უპირატესობაა ფარული გაშვება, დაბომბვის მაღალი სიზუსტე, უხმაურობა და გამოყენების სიმარტივე. ის უკრაინელმა სამხედროებმა ლუგანსკის ოლქში ჩამოაგდეს… ამ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატები წარმოდგენილი იყო, იარაღის საერთაშორისო გამოფენაზე 2019 წელს, ხოლო 2022 წლის მარტში კიევის რეგიონში რუსმა ოკუპანტებმა პირველად განახორციელეს ამ თვითმფრინავის საბრძოლო გამოყენება”, – წერია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს სახალხო დამცველი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ექსპერტთა ჯგუფის დასკვნას აქვეყნებს
შემდეგი სტატიალიზ ტრასი დასავლელ მოკავშირეებს მოუწოდებს, უკრაინას სამხედრო თვითმფრინავები და სხვა მძიმე შეიარაღება მიაწოდონ