ლუგანსკის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მშვიდობიან მოსახლეობას რეგიონიდან ევაკუაციისკენ მოუწოდებს

ლუგანსკის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი გაიდაი მშვიდობიან მოსახლეობას რეგიონიდან ევაკუაციისკენ მოუწოდებს.

მისი განცხადებით, ოლქში მალე შესაძლოა, საკვებისა და მედიკამენტების დეფიციტი შეიქმნას. აღნიშნულის შესახებ გაიდაი ტელეგრამ-არხზე წერს.

როგორც გაიდაი აღნიშნავს, რუსული მხარე კვლავ უარს აცხადებს „სიჩუმის რეჟიმის“ გამოცხადებაზე, ამიტომ უკვე რამდენიმე დღეა, მოსახლეობის ევაკუაცია ჰუმანიტარული დერეფნების გარეშე, რუსი სამხედროების მხრიდან უწყვეტი ცეცხლის ფონზე მიმდინარეობს.

საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ცნობით, 20 აპრილს ხელისუფლება კვლავ ეცდება მოსახლეობის გაყვანას სევეროდონეცკიდან, ლისიჩანსკიდან, რუბეჟნოედან, გორნიდან და პოპასნაიადან.

„სიტუაცია ყოველ საათში რთულდება. ჩვენ ვაგზავნით ავტობუსს და ჰუმანიტარულ დახმარებას, მაგალითად, პოპასნაიაში და არ ვართ დარწმუნებული, მიაღწევს თუ არა ის დანიშნულების ადგილამდე. თითქმის ვერსად იყიდი საკვებ პროდუქტებს, ასევე მედიკამენტებს. განახორციელეთ ევაკუაცია და დაითანხმეთ ახლობლები – შეიძლება, დადგეს დღე, როდესაც ჩვენ ვერ მოგაწვდით წამლებსა და საკვებს. დაიცავით საკუთარი თავი – წადით საევაკუაციო ტრანსპორტთან და გაემგზავრეთ“, – წერს გაიდაი.

banner
წინა სტატიაშიპუტინმა ნაციზმის საკუთარი ვერსია შექმნა, თუ ჰიტლერი ებრაელების განადგურებას ცდილობდა, მისი მიზანი უკრაინელების კვლაა – გერაშენკო
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკთან პარტნიორობით „უკრაინულმა საცხობმა“ დამატებითი სამუშაო ადგილები შექმნა