ლუგანსკის ოლქი სინათლის, წყლისა და გაზის გარეშე დარჩა – გაიდაი

ლუგანსკის გუბერნატორის, სერგეი გაიდაის ინფორმაციით, წყლისა და ელექტროენერგიის უქონლობასთან ერთად, ოლქი ახლა უკვე გაზის გარეშეც დარჩა.

როგორც მან აღნიშნა, მიზეზი გაზგამანაწილებელი სადგურის გაჩერებაა, რომლის მიმდებარე ტერიტორიაც რუსმა ოკუპანტებმა დაბომბეს.

გაიდაიმ დასძინა, რომ 24 მაისის მდგომარეობით, გაზი მიეწოდება ლუგანსკის რეგიონის 3 დასახლებას (36 ათას აბონენტს). მისივე თქმით, მთავარ მილებში არსებული გაზის ნარჩენები, რითაც ეს დასახლებები მარაგდება, დაახლოებით თვენახევრის განმავლობაში იქნება საკმარისი.

“ახლა გაზი ყველგან არ არის. ბოლო გადარჩენილი გაზგამანაწილებელი სადგურის მიმდებარედ დაბომბვის შედეგად დაშავდა ერთი თანამშრომელი, რომელიც ავტომატიზაციას ახდენდა. რუსული არმიის ამ დაბომბვის გამო, სადგურმა მუშაობა შეწყვიტა, რამაც დასახლებებში ცენტრალიზებული გაზის მიწოდების ნაკლებობა გამოიწვია”, – თქვა გაიდაიმ.

banner
წინა სტატიაშიიან კელი “ნაციონალური მოძრაობის” ლობისტია – ვოლსკი
შემდეგი სტატიამანჯგალაძე – კობახიძემ რომ გააკეთა, ასეთი განცხადებები კეთდება ვენესუელაში და სირიაში, სხვა ასეთი ღიად ანტიამერიკული განცხადებები რუსეთს თუ არ ჩავთვლით, სხვაგან არ მომისმენია