ლუგანსკის გუბერნატორი – სევეროდონეცკში ინტენსიური ბრძოლა გრძელდება

აღმოსავლეთ უკრაინაში, ქალაქ სევეროდონეცკში ინტენსიური ბრძოლა გრძელდება. აღნიშნულის შესახებ ლუგანსკის ოლქის გუბერნატორმა სერგეი გაიდაიმ დღეს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

ცნობისთვის, სევეროდონეცკში, ქიმიურ ქარხანაში გუშინ განხორციელებულმა რუსულმა საჰაერო იერიშმა ფართომასშტაბიანი ხანძარი გამოიწვია.

ლუგანსკის ოლქის გუბერნატორის თქმით, გუშინ ხანძარი მას შემდეგ გაჩნდა, რაც აზოტის ქარხანაში დაზიანებული რადიატორებიდან ათობით ტონა ნავთობმა გამოჟონა.

ქარხანას ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს. გაიდაის არ დაუკონკრეტებია, მოახერხეს თუ ვერა ცეცხლის ჩაქრობა.

უკრაინული გამოცემა Kyiv Independent-ი გუბერნატორზე დაყრდნობით იუწყება, რომ სევეროდონეცკის ჩრდილო-დასავლეთ მდებარე სოფელ ტოშკოვკაში სიტუაცია ძალიან მძიმეა. თუმცა, უკრაინულმა ძალებმა წარმატებით დაბლოკეს რუსეთის წინსვლა პოპასნას მახლობლად.

banner
წინა სტატიაშიუკრაინული მხარის ინფორმაციით, ომის დაწყების დღიდან 32 150 რუსი ჯარისკაცი მოკლეს
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში მცხოვრებ ეზიდებს აღმოსავლეთ ევროპასა და პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ეზიდთა ერთადერთი ტაძრის „ზიარატა ეზიდის“ გახსნის დღეს ულოცავს