ლუგანსკის გუბერნატორი – რუსული ძალების შემდეგი სამიზნე სლავიანსკი და ბახმუტი იქნება

რუსული ძალების შემდეგი სამიზნე დონეცკის ქალაქები – სლავიანსკი და ბახმუტი იქნება, – ამის შესახებ ლუგანსკის ოლქის გუბერნატორმა, სერჰი გაიდაიმ განაცხადა.

„ლუგანსკის რეგიონის დაკარგვა მტკივნეულია, რადგან ეს არის უკრაინის ტერიტორია. ამასთან, მათთვის ნომერ პირველი სამიზნე დონეცკის რეგიონია. სლავიანსკი და ბახმუტი თავდასხმის ქვეშ მოექცევიან – ბახმუტის დაბომბვა უკვე დაიწყო ძალიან მძიმედ“, – აღნიშნა გუბერნატორმა.

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ გუშინ პრეზიდენტ ვლადიმეტ პუტინს განუცხადა, რომ ლუგანსკში „ოპერაცია“ დასრულებულია. რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სამხედრო ქვედანაყოფებმა „რომლებიც მონაწილეობა მიიღეს აქტიურ საომარ მოქმედებებში და მიაღწიეს წარმატებას, გამარჯვებას“ ლუგანსკში „უნდა დაისვენონ, გაზარდონ თავიანთი საბრძოლო შესაძლებლობები“.

banner
წინა სტატიაშიბორის ჯონსონის ინფორმაციით, შოტლანდია და უელსი უკრაინას 100 მილიონი გირვანქა სტერლინგის სამხედრო დახმარებას გაუწევენ
შემდეგი სტატიაიტალიის ხუთ რეგიონში გვალვის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა