ლუგანსკის გუბერნატორი – რაშისტები ვერ ახერხებენ უკრაინელების ბრძოლაში დამარცხებას, ამიტომ ისინი მიზანმიმართულად ანადგურებენ ოლქს

რუსები ყველა ღონეს იყენებდნენ ლუგანსკის ოლქში უკრაინის თავდაცვის გარღვევისთვის და სცადეს შტურმი რუბეჟნოეზე, ზოლოტეზე, ნიჟნეზე და სევეროდონეცკის შემოგარენზე, – ამის შესახებ ლუგანსკის ოლქის გუბერნატორმა, სერგეი გაიდაიმ განაცხადა.

მისი თქმით, რუსები კიდევ ერთხელ შეეცადნენ მდინარე სევერსკი დონეცი გადაელახათ.

„რაშისტები ვერ ახერხებენ უკრაინელების ბრძოლაში დამარცხებას, ამიტომ ისინი მიზანმიმართულად ანადგურებენ ოლქს და მას უდაბნოდ აქცევენ. ჩვენს მიერ კონტროლირებადი დასახლებების უმეტესობა 70%-ით არის დანგრეული, ოკუპაციის ქვეშ მყოფი კიდევ უფრო მეტად“, – აღნიშნა გაიდაიმ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკის მხარდაჭერით მარტვილში საოჯახო სასტუმრო იხსნება
შემდეგი სტატიათბილისში ნარკოდანაშაულისთვის სამი პირი დააკავეს