ლუგანსკის გუბერნატორი – ქალაქი ლისიჩანსკი მუდმივი დაბომბვების ქვეშ არის

ლუგანსკის ოლქის გუბერნატორ სერგეი გაიდაის ინფორმაციით, უკრაინის აღმოსავლეთით მდებარე ქალაქი ლისიჩანსკი მუდმივი დაბომბვების ქვეშ არის. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინულ მედიაში ვრცელდება.

„ბრძოლა მუდმივად მიმდინარეობს. რუსები მუდმივად ახორციელებენ შეტევას, დათმობა არ არის. აბსოლუტურად ყველაფერი იბომბება“, – განაცხადა გაიდაიმ.

მედიის ცნობით, უკრაინის ოფიციალური პირებმა განაცხადეს, რომ ისინი ცდილობენ, ქალაქიდან მოსახლეობის ევაკუაცია მოახდინონ. მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის ქალაქში მუდმივი დაბომბვების ფონზე 15 000-მდე ადამიანი რჩება.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ის დაზვერვა – ვლადიმერ პუტინს კვლავ სურს უკრაინის უმეტესი ნაწილის ხელში ჩაგდება
შემდეგი სტატიაბრიტანეთი უკრაინას დამატებით 1 მილიარდი ფუნტ სტერლინგის სამხედრო დახმარებას გაუწევს