Lufthansa-ს მფრინავები პარასკევამდე გაიფიცებიან

4-1ავიაკომპანია Lufthansa-ს პილოტები პარასკევამდე გააგრძელებენ გაფიცვას. “მას შემდეგ, რაც ახლანდელმა გაფიცვამ თითქმის სრულებით გამოიწვია Lufthansa-ს თვითმფრინავებში ავიაშეტყობინებების პარალიზება, პარასკევს გერმანიის ტერიტორიიდან ახლო და შორ მანძილზე ფრენების შეწყვეტა დაემატება” -ამის შესახებ  მფრინავების პროფკავშირმა დღეს განაცხადა.

Lufthansa-ს პილოტებმა გაფიცვა დღეს დილით დაიწყეს. ისინი ხვალ სამსახურში არ გავლენ. 24 ნოემბრისთვის ავიაკომპანიამ 912 რეისი გადადო, მათ შორის, 82 საერთაშორისო. დღეს 876 რეისი გადაიდო. ავიაკომპანიის დირექციის მონაცემებით, ამ ორი დღის მანძილზე, გაფიცვისგან, დაახლოებით 215 ათასი მგზავრი დაზარალდა.
მფრინავთა პროფკავშირი მათთვის ხელფასების მატებას მოითხოვს.

banner
წინა სტატიაშიევროპარლამენტმა რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ ზომების შესახებ რეზოლუცია მიიღო
შემდეგი სტატიაგერმანიის სასამართლომ სილიკონის მკერდიან პოლიციელს სისტემაში მუშაობის უფლება დართო