Lufthansa რუსეთში რეისებს ამცირებს

უმსხვილესი გერმანული ავიაგადამყვანი Lufthansa რუსეთში რეისების რაოდენობას ამცირებს.

ამის შესახებ  განცხადება ავიაკომპანიამ დღეს გააკეთა. სექტემბრის დასაწყისიდან, რეისები სამარასა და ნიჟნი ნოვგოროდში გაუქმდება.

დღეისთვის ორივე ქალაქში კვირაში ოთხ-ოთხი რეისი კეთდება. კონცერნში გადაწყვეტილება «შექმნილი მძიმე ეკონომიკური ფონით» ახსნეს.  ასე, რომ სექტემბრიდან Lufthansa მხოლოდ მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგში იფრენს.
გარდა ამისა, კონცერნი, რომლის მფლობელობაშია ავიაკომოანია Germanwings, Austrian Airlines, Swiss და Brussels Airlines, ვნუკოვოს აეროპორტში ფრენებს შეწყვეტს. ყველა რეისი მხოლოდ დომოდედოვადან განხორციელდება.

banner
წინა სტატიაში“მთავრობა, პრემიერის მეთაურობით გამოქანებით შეეტენა რუსეთის უკანა ტანში” – გივი თარგამაძე
შემდეგი სტატიაოთარ დანელია ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს მადლობას უხდის