ლტოლვილთა სამინისტრომ დევნილებს შეცდომით გაყიდული ბინები დაურეგისტრირა

დევნილთა სამინისტრომ 14 ოჯახს თბილისის ზღვის ახალ ქალაქში გასდასცა ბინები, თუმცა ადგილზე მისულ დევნილებს ბინები უკვე დაკავებული დახვდათ, რასაც მათი პროტესტი მოჰყვა.

დევნილთა სამინისტროს განმარტებით, ამის მიზეზი ტექნიკური ხარვეზია და 14 ოჯახს შეცდომით სხვისი საკუთრება დაურეგისტრირდათ. სამინისტროში ამ შეცდომას მშენებლობისა და საჯარო რეესტრის ინფორმაციებს შორის აცდენას უკავშირებენ.

სამინისტრო ამ ოჯახებისთვის სხვა სადარბაზოში გეგმავს ბინების გადაცემას თუმცა, იძულებით გადაადგილებულ პირებს მისამართის შეცვლა არ უნდათ.

http://www.tabula.ge/ge/story/103241-ltolvilta-saministrom-devnilebs-shecdomit-gakiduli-binebi-dauregistrira

banner
წინა სტატიაშიემოციური დამშვიდობება ,,კანცელარიაში” – ირაკლი ღარიბაშვილი თანამშრომლებთან (+10 ფოტო)
შემდეგი სტატიაისლამური სახელმწიფოს ლიდერი ისრაელს მასშტაბური ტერაქტებით ემუქრება