ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო მუსტაფა ემრე ჩაბუქისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის მიზეზებს განმარტავს

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო მუსტაფა ემრე ჩაბუქისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის მიზეზებს განმარტავს.როგორც მინისტრის მოადგილემ შოთა რეხვიაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, ემრე ჩაბუქის განაცხადის შეფასებისას გაანალიზდა თუ რამდენად ჰქონდა უწინ, და ამჟამად რამდენად ემუქრება ჩაბუქს თურქეთის რესპუბლიკაში დევნა.

 

მისივე თქმით, გაანალიზების შედეგად, სამინისტრომ მიზანშეწონილად არ მიიჩნია ემრე ჩაბუქისათვის საქართველოში საერთაშორისო დაცვის მინიჭება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლით.

“სამინისტრომ დაასრულა თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქის მუსტაფა ემრე ჩაბუქისა და მისთვის საერთაშორისო დაცვის მინიჭების თაობაზე პროცედურა. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ჩაბუქმა საერთაშორისო დაცვის შესახებ საქართველოს კანონის დაცვის თანახმად, საქართველოში თავშესაფრის თხოვნით მიმართა ლტოლვილთა სამინისტროს. სამინისტროს მიერ ჩაბუქთან მიმართებით განხორციელდა თავშესაფრის პროცედურა, კერძოდ მას ჩაუტარდა გასაუბრება სრულად იქნა შესაწავლილი მისი სამინისტროს მიერ მოპოვებული ინფორმაცია წაროშობის ქვეყნის შესახებ, თურქეთის მხარის მიერ მოწდებული მასალები. შესწავლის შემდგომ მიღებული იქნა გადაწყვეტილება, ემრე ჩაბუქისათვის ლტოლვის სტატუსის მინჭებაზე უარის თქმის შესახებ. სამინისტრო ემრე ჩაბუქის პერსონალური მონაცემების დაცვისა და კონფიდენციალურობის პრინციპების გათვალისწინებით არ ასაჯაროებს გადაწყვეტილების შინაარსს და არგუმენტაციას.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, სამინისტრომ მიზანშეწონილად მიიჩნევს, განაცხადოს შემდეგი: ლტოლვილთა სტატუსის შესახებ 1951 წლის კონვენცია ითვალისწინებს თავშესაფრის მაძიებლისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებას რასის, რელიგიის ეროვნების გარკვეული სოციალიური ჯგუფისამიდ კუთვნილების ან პოლიტიკური მრწამსის გამო დევნის საფუძვლით. ემრე ჩაბუქის განაცხადის შეფასებისას გაანალიზდა თუ რამდენად ჰქონდა უწინ და ამჟამად რამდენად ემუქრება ჩაბუქს თურქეთის რესპუბლიკაში დევნა. გათვალისწინებული იქნა 2016 წელს თურქეთის რესპუბლიკაში მიმდინარე მოვლენები. ამასთან ერთად გათვალისიწინებული იქნა ჩაბუქთან დაკავშირებული საექსტრადაციო პროცედურა და სამინისტრომ მხედველობაში მიიღო თურქეთის საელჩოს მიერ ქართული მხარისათვის, კონკრეტულად ჩაბუქის მიმართ წარმოდგენილი დიპლომატიური გარანტიები. სამინისტრომ ბატონი ჩაბუქის საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისიწინა თურქეთში არსებული მდგომარეობასთან დაკავშირებით წამების საკითხებში გაერო-ს სპეციალური მომხსენებლის უახლესი ანგარიში. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტები დიპლომატიურ გარანტიებთან დაკავშირებით, ისევე როგორც თურქეთის ციხეებში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის მონიტორინგის ფუქნციით ომბუდსმენისა და ადამიანის უფლებათა და თანასწორობის ინსტიტუის შექმნისა და ფუქნციონირების ფაქტი, ასევე მხდეველობაში იქნა მიღებული ევროპის თავშესაფრის მხარდამჭერი ოფისის აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის და დიდი ბრიტანეთის საშინაო ოფისის ანგარიშები. გაანალიზების შედეგად სამინისტრომ მიზანშეწონილად არ მიიჩნია ემრე ჩაბუქისათვის საქართველოში საერთაშორისო დაცვის მინიჭება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლით”, – განაცხადა რეხვიაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიდავით კვარაცხელია რალში ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის გამარჯვებული გახდა
შემდეგი სტატიაორი აფეთქება სეპარატისულ ლუგანსკში (ვიდეო)