ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო დევნილებს მოუწოდებს, საეჭვო გარიგებებში მონაწილეობა არ მიიღონ

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოადგილე შოთა რეხვიაშვილი ყველა დევნილს მოუწოდებს, არ მიიღონ საეჭვო გარიგებებში მონაწილეობა.

მინისტრის მოადგილის შოთა რეხვიაშვილის განცხადებით, ბინების გადაცემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღება ხდება კომისიური წესით.

რაც შეეხება თაღლითობის მცდელობისთვის დაკავებულ პირს, ის სამინისტროში არ მუშაობდა და მინისტრის მოადგილისთვის უცნობია ამ პირის შესახებ.

რაც შეეხება ბინების გადაცემის საკითხს, როგორც შოთა რეხვიაშვილი ამბობს 2016 წლის ბოლომდე, თბილისში ახალაშენებულ კორპუსებში 400 დევნილი ოჯახი მიიღებს ბინას.

დევნილთა საკითხების შემსწავლელი გაფართოებული კომისია განიხილავს 11 ათასზე მეტ განაცხადს და დაგენილი კრიტერიუმების მიხედვით იმსჯელებს.

დევნილთათვის გადასაცემი ბინებიდან 200 ე.წ. ოლიმპიურ სოფელში და 200 დადიანის ქუჩაზე მდებარეობს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თაღლითობის მცდელობის ფაქტზე საქართველოს მოქალაქე ლაშა შ. დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, 2016 წლის ოქტომბერში ლაშა შ. აფხაზეთიდან დევნილ საქართველოს მოქალაქეს დაჰპირდა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირების დახმარებით, თბილისის ტერიტორიაზე მიიღებდა საცხოვრებელ ბინას, რის სანაცვლოდაც მოსთხოვა 6000 აშშ დოლარი.

banner
წინა სტატიაში“რესპუბლიკური პარტია” გორის ორგანიზაციის 60-მდე წევრმა დატოვა
შემდეგი სტატია“ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე ირმა ინაშვილსა და ადა მარშანიას განიხილავენ”