,,ლტოლვილის სტატუსთან დაკავშირებით მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმე ჩვენს სამინისტროში განიხილეს და კანონის შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღეს”

მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმე ლტოლვილის სტატუსთან დაკავშირებით, პირველ რიგში, ჩვენს სამინისტროში განიხილეს და კანონის შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღეს, – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა დემირელის კოლეჯის მენეჯერის მუსტაფა ემრე ჩაბუქის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

“დღეს მიმდინარე პროცესზე ნამდვილად კომენტარს ვერ გავაკეთებ, რადგან საქმე სასამართლოშია და არ იქნება სწორი ჩემი მხრიდან რაიმე კომენტარის გაკეთება“, – განაცხადა სუბარმა.

დემირელის კოლეჯის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი თურქეთის მოთხოვნით დააკავეს. მას ბრალად ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა და მხარდაჭერა ედება. ჩაბუქის თურქეთში ექსტრადირების საკითხზე თბილისის საქალაქო სასამართლომ 19 თებერვალს უნდა იმსჯელოს.

banner
წინა სტატიაშიარასამთავრობოების მოთხოვნაზე, რომ საქართველოში შეიქმნას მეორე დევნის ორგანო – პროკურატურა, პასუხი არის უარყოფითი
შემდეგი სტატია„პატრიარქი ამ მოვლენას იცნობს“ – ილია II-ის მოსაყდრე სასულიერო აკადემიის ყოფილი სტუდენტების წერილზე