ლტოლვილები, რომელზეც იტალიამ უარი თქვა, ესპანეთმა მიიღო

ესპანეთის მთავრობამ განაცხადა, რომ მზად არის მიიღოს ნავი “აკვარიუსი”, რომლის ბორტზეც 629 მიგრანტია და რომელიც ახლა სიცილიის ნაპირებთან დგას. ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა, რომელიც მთავრობას ორ კვირაზე ნაკლები ხნის წინ ჩაუდგა სათავეში, განკარგულება გასცა, გადარჩენილი ლტოლვილების მისაღებად ვალენსიის პორტი მოამზადონ. “ეს ჩვენი მოვალეობაა – ჰუმანიტარული კატასტროფის თავიდან აცილება და ამ ადამიანებისთვის უსაფრთხო პორტის შეთავაზება” – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ესპანეთის პრემიერის კანცელარიამ გაავრცელა – “ბიბისი” წერს.

“აკვარიუსი” ერთ დღე-ღამეზე მეტია ხმელთაშუაზღვაში დგას. იტალიის ახალმა შს მინისტრმა მათეო სალვინიმ კვირას უარი თქვა ნავის პორტში შეშვებაზე. ნავში მსხდომი მიგრანტები, ასევე არ მიიღო მალტამ.

banner
წინა სტატიაში7G ქვეყნების გამოხმაურებები კვებეკის სამიტზე
შემდეგი სტატიანინო ბურჯანაძე – სარალიძეს, მაჩალიკაშვილსა და ყველა უდანაშაულოდ დაჩაგრულ ადამიანს გვერდით ვუდგავარ