ლოზუნგით – “არა გაზპრომს” რუსეთის საელჩოსთან “ცოცხალი ჯაჭვის” აქცია გაიმართა

“არა გაზპრომს” – ამ ლოზუნგით რუსეთის ფედერაციის საელჩოს ყოფილ შენობასთან “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ ორგანიზებული “ცოცხალი ჯაჭვის” აქცია გაიმართა.
ადგილზე აქტივისტების ორგანიზებას თავად “ნაციონალების” ლიდერები ახორციელებენ. ე.წ. ცოცხალ ჯაჭვში მდგომ მოქალაქეებს მიტანილი ჰქონდათ ბანერები და ლურჯი ბუშტები, წარწერით “არა, გაზპრომს”.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ  ისინი ასევე აპირებენ შეაგროვონ პეტიციაზე ხელმოწერები, რის შემდეგაც ხელმოწერილ პეტიციას მთავრობის ადმინისტაციაში ჩააბარებენ. პეტიციის მთავარი მოთხოვნა, ისევე, როგორც დღევანდელი საპროტესტო აქციის, არის “არა გაზპრომს”.

https://youtu.be/xtg9w_rccA0

banner
წინა სტატიაში“ნაციონალური მოძრაობის” ორგანიზებით, მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან “ცოცხალი ჭაჯვი ს” აქცია გაიმართა
შემდეგი სტატია“არ აყვეთ „ნაციონალების“ პოლიტიკურ ავანტიურას”- მემარცხენე ალიანსის განცხადება