25.3 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ივლისი 22, 2026
banner

ლოტკინზე წაქცეული ატრაქციონი მოზარდს დაეცა – დაშავებულს მძიმე დაზიანებები აქვს

ნაძალადევის რაიონის გამგეობა ლოტკინის დასახლებაში, კიშინიოვის ქუჩაზე მდებარე სკვერში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, 22 ივნისს, რეკრეაციულ სივრცეში გაუფრთხილებელი მოპყრობის შედეგად ატრაქციონი დაზიანდა, რის გამოც ერთ-ერთმა მოზარდმა სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღო.

გამგეობის განმარტებით, მყარი კონსტრუქცია სკვერში ყველა სტანდარტის დაცვით (ე.წ. დაანკერებით) იყო განთავსებული. თვითმხილველების თქმით, რამდენიმე მოზარდმა კონსტრუქცია დააზიანა, რის შემდეგაც წაქცეული ატრაქციონი მოპირდაპირე მხარეს მჯდომ ბავშვს დაეცა:

„ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა მან მიიღო მძიმე დაზიანებები. ნაძალადევის რაიონის გამგეობა მუდმივ კომუნიკაციაშია ოჯახთან და მათ გაეწიათ შესაბამისი დახმარება. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება… მოვუწოდებთ ყველას, გაუფრთხილდნენ, როგორც საკუთარ, ისე სხვების ჯანმრთელობას, ნუ დააზიანებენ სკვერებსა და ბაღებში არსებულ ინფრასტრუქტურას“, — ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშინიკა გვარამია ე.წ. საბოტაჟის საქმეზე: მოწმე ამბობს-“ხელი რომ ასწიე, ხალხმა იხუვლაო”, არ ვიცი, ცეზარი ვგონივარ თუ ვინ?!
შემდეგი სტატიაანა წითლიძე: რუსეთი ცხინვალის რეგიონის იურიდიულ ანექსიას ახორციელებს, “ოცნების” დუმილი კი კაპიტულაციაა