28.1 C
Tbilisi
სამშაბათი, აგვისტო 11, 2026
banner

ლოტკინის დასახლებაში აფეთქება მოხდა, ერთი ადამიანი დაშავდა

თბილისში, ლოტკინის დასახლებაში აფეთქება მოხდა – როგორც საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ მომხდარის შედეგად 1 ადამიანია დაშავებული.

შემთხვევა, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვამ გამოიწვია.

აფეთქების შესახებ ინფორმაციასა და ფოტოებს სოციალურ ქსელში მოქალაქეები ავრცელებენ.

შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება 2 მუხლით – სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე და 240-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რომლებიც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევასა და ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს ექსპლუატაციის წესების დარღვევის გამო.

banner
წინა სტატიაშიიტალიელი მსახიობი კლაუდია კარდინალე 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაუკრაინელებმა ბაშკირეთში უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს