ლოთი ქობალია მეორედ დაუძვრა მართლმსაჯულებას – ვინ „კრიშავს“ „სარდალს“?!!

12143249_1658436491086020_4381652895268013290_nჟურნალისტ თამილა ლომიშვილს, რომელიც სახელმწიფომ ძალადობის მსხვერპლად აღიარა, პროკურატურა ზუსტად ისე მოექცა, როგორც ეს პოლიტპატიმრების შემთხვევაში მოხდა – პარლამენტის პოლიტპატიმრებად აღიარებული ადამიანების სამართალაღმდგარი მომავალი პროკურატურამ მოაშთო, 200-ზე მეტი სს საქმიდან არც ერთი საქმე არ ჩათვალეს სამართლიანი სასამართლოს „მზის სინათლეზე“ გასატანად. აი, ზუსტად ასე დაემართა ჟურნალისტ ლომიშვილს, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ მისი სამართლიანი სასამართლო, სამართლიანი სასამართლოს დამკვიდრების სახელით მოსული ხელისუფლების პირობებში ჩაირეცხა და ჩანასახშივე მოისპო, თუმცა თამილა ლომიშვილი არ დანებდა და მან შექმნა „სოლიდარობის სახლი“, სადაც ლომიშვილმა წამების მსხვერპლი ქალბატონები და მიტოვებული მოხუცები შეიფარა.
საქმის დეტალების შესახებ წაიკითხავთ ქვემოთ. ეს ის დასკვნაა, რომელიც თამილა ლომიშვილის ადვოკატმა, ახალგაზრდა იურისტთა წარმომადგენელმა წარუდგინა სასამართლოსა და პროკურატურას. დასკვნის გაცნობამდე კი კიდევ ერთხელ შეგახსენებთ: თამილა ლომიშვილი წამების მსხვერპლად აღიარა სახელმწიფომ, სასამართლომ კი დაადგინა რომ წამებაში მხილებული უდანაშაულოა. ასეთი „შესაშური“ დასკვნის არსებობის პირობებში თამილა ლომიშვილს თამამად შეუძლია სახელმწიფოს უჩივლოს და მორალური კომპესაცია მოსთხოვოს, ბოლოსდაბოლოს რა გამოდის? სახელმწიფომ მოატყუა ლომიშვილი და დააჯერა რომ ის წამების მსხვერპლია? თუ ეს ასეა, სახელმწიფო ვალდებულია ზიანი აანაზღაუროს, თუ არადა, მაშინ იმ მოსამართლის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, ვინც არასამართლიანი გადაწყვეტილება გამოიტანა. აქვე აღვნიშნავთ, რომ ლომიშვილის წამებაში, დევნასა და შევიწროებაში ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დროინდელი გვარდიის სარდალი, ვახტანგ (ლოთი) ქობალიაა მხილებული.
სისხლის სამართლის საქმის #1/566-2015 ფაქტობრივი დასამართლებრივი ანალიზიფაქტობრივი გარემოება2015 წლის 6 ივლისს, საიას ზუგდიდის ოფისს განცხადებით მომართა თბილისშიმცხოვრებმა თამარ ლომიშვილმა. მომმართველის მიერ წარმოდგენილიდოკუმენტაციით ირკვევა, რომ წლების განმავლობაში ვახტანგ ქობალიას მიერ,მის მიმართ ხორციელდებოდა ძალადობა. იგი აღნიშნავდა, რომ ქობალიასიცნობს 1990 წლიდან და მასთან აკავშირებდა ახლო მეგობრული ურთიერთობა.2010 წელს, თამილა ლომიშვილი, ვახტან ქობალიასთანშეთანხმებით თბილისიდან საცხოვრებლად ჩამოვიდა ზუგდიდის რაიონ სოფელერგეტაში მდებარე ვახტანგ ქობალიას საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე.თანაცხოვრების პერიოდში გააჩნდათ საერთო მეურნეობა და მთელი ამ დროისგანმავლობაში თამილა ლომიშვილი არაადამიანურ პირობებში ცხოვრობდა ე.წვაგონში, რასაც თან ახლდა ვახტანგ ქობალიას მიერ, მის მიმართგანხორციელებული ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობა.2013 წლის 26 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში,სატელეფონო ზარის საშუალებით შევიდა თამილა ლომიშვილის განცხადება, ოჯახში ძალადობის შესახებ და ითხოვდა დახმარებას. 2013 წლის 27 სექტემბერს, აღნიშნული განცხადების საფუძველზე სახალხო დამცველის აპარატისწარმომადგენელმა მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს და მოითხოვა საქმის შესწავლა. სახალხოდამცველის შეტყობინება ტერიტორიული ქვემდებარეობით გადაეგზავნა შსსსამეგრელო ზემო-სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ქალაქ ზუგდიდისრაიონულ სამმართველოს. 2013 წლის 27 ნოემბრის, შსს ზუგდიდის რაიონულისამმართველოს უფროსი, სახალხო დამცველისადმი გაგზავნილ წერილობითშეტყობინებაში განმარტავს „რაც შეეხება თქვენს წერილში მითითებულსატელეფონო ზარის ავტორს, იგი ეკუთვნის ქ. თბილისი, სოფელ გლდანშიმცხოვრებ თამილა (თამარ) ლომიშვილს, რომელთანაც ვახტანგ ( ლოთი)ქობალიასთან გააჩნდა კარგი მეგობრული ურთიერთობა, მაგრამ ბოლო სამიწელია მას (თამილა ლომიშვილს) შეეტყო ფსიქიკური აშლილობა და ინტერესსიჩენს ვახტანგ ქობალიას მიმართ , რა მიზნითაც ის ახორციელებდა მასთანსატელეფონო (სასიყვარულო შინაარსის) ზარებს.“. როგორც წარმოდგენილიდოკუმენტით დგინდება, შსს ზუგდიდის რაიონული სამმართველოს უფროსიყოველგვარი სასამართლოს სამედიცინო ექსპერტიზის გარეშე თამილალომიაშვილს მოიხსენიებს, როგორც ფსიქიკური აშლილობის მქონე პირს დადასძენს, რომ მის მიმართ ვახტანგ ქობალიას არ განუხორციელებიაძალადობრივი ქმედება. საიას ზუგდიდის ოფისში თამილა ლომიშვილის მიერ წარმოდგენილიდოკუმენტებით დგინდება, რომ 2014 წლის 17 ივლისს, საქართველოს სახალხოდამცველის №08-2/61285 წინადადების საფუძველზე, ზუგდიდის რაიონული სამმართველოს ანაკლიის პოლიციის განყოფილებაში დაიწყო გამოძიებასისხლის სამართლის (საქმის №044170714004) საქმეზე, თამარ ლომიშვილისმიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, დანაშაულიგათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლისპირველი ნაწილით.

12440716_1658428311086838_1351553493223554539_o

თამილა ლომიშვილის ინტერესების დაცვის მიზნით, 2015 წლის 15 ივლისს,წერილობითი განცხადებით მივმართეთ სამეგრელო ზემო სვანეთის რაიონულპროკურატურას და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავრი სამმართველოს ზუგდიდის რაიონულ სამმართველოს და მოვითხოვეთ შემდეგი სახის ინფორმაცია, კერძოდ, თამილალომიშვილის მიმართ განხორციელებულ შესაძლო ძალადობრივ ქმედებაზედასრულდა თუ არა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, რა სახის საგამოძიებომოქმედებები განხორციელდა , საგამოძიებო მოქმედებების დროს დაიკითხა თუარა თამილა ლომიშვილი და გამოძიების მიმდინარეობის დროსდაზარალებულად იყო თუ არა ცნობილი თამილა ლომიშვილი. 2015 წლის 21ივლისს, პროკურატურისგან მიღებული წერილობითი შეტყობინებითდგინდებოდა, რომ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება მიმდინარეობდასაქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველინაწილით ( ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი,დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ეან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი). წერილობითი შეტყობინებიდან დგინდებოდაასევე, რომ თამილა ლომიშვილის დაზარალებულად ცნობა მოხდა ჩვენიწერილობითი მიმართვის საფუძველზე 2015 წლის 20 ივლისს.2015 წლის 28 ივლისს, შსს ზუგდიდის რაიონული სამმართველოს ანაკლიისგანყოფილების გამომძიებელმა თამილა ლომიშვილს გააცნო დადგენილებადაზარალებულად ცნობის შესახებ. ჩვენს მოგვეცა სისხლის სამართლის საქმისმასალების გაცნობის შესაძლებლობა, რის შემდეგაც დადგინდა, რომ გამომძიებლის მიერ არ იყო დაკითხული შემთხვევის ადგილზე (ზუგდიდის რაიონსოფელ ერგეტაში, (ცვანეს უბანში)) მცხოვრები პირები. 2015 წლის 5 აგვისტოს,მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე დამატებითი ინფორმაციის მოპოვებისმიზნით განხორციელდა ზუგდიდის რაიონ სოფელ ერგეტაში მცხოვრები პირებისზეპირი გამოკითხვა, რის შემდეგადაც დადგინდა, რომ სოფელში მცხოვრებიპირებისთვის ვახტანგ (ლოთი) ქობალიას მიერ თამილა ლომიშვილის მიმართგანხორციელებული შესაძლო ძალადობის ფაქტი ცნობილი იყო, მაგრამ ჩვენთვისდაუდგენელი მიზეზების გამო უარს აცხადებენ გამომძიებლისთვის ჩვენებისმიცემაზე. სოფელში მცხოვრებ პირთა გამოკითხვის დროს, გამოიკითხა სოფელერგეტაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე სერგო შენგელი, რომელმაცგანმარტა, რომ დიდი ხანია იცნობს თამილა ლომიშვილს, რომელიც ცხოვრობდამისი საცხოვრებლიდან რამოდენიმე მეტრის დაშორებით. სერგო შენგელიამაღნიშნა, რომ რამოდენიმეჯერ შემოესმა ვახტანგ ქობალიას მიწის ნაკვეთიდანჩხუბის ხმა და პირადადაც უნახავს ნაცემი თამილა ლომიშვილი. ჩვენს მიერგამოკითხული პირმა განგვიმარტა, რომ თანახმაა მისთვის ცნობილი ინფორმაცია მიაწოდოს გამომძიებელს.
მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, 2015 წლის 12 აგვისტოს განცხადებითმივმართეთ ზუგდიდის რაიონულ პროკურატურას და მოვითხოვეთ სერგოშენგელიას დაკითხვა, ამავე განცხადებით ზუგდიდის რაიონულ პროკურატურასწარედგინა “ადამიანის ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართულიღონისძიებების განმახორციელებელი საკოორდინაციო საბჭოს“გადაწყვეტილება, რომლის თანახმად თამილა ლომიშვილი ცნობილი იქნატრეფიკინგის მსხვერპლად.2015 წლის 12 აგვისტოს წერილობითი მოთხოვნის მიუხედავად, სერგო შენგელიასდაკითხვა ზუგდიდის რაიონული პროკურატურის მიერ არ მომხდარა. 2015 წლის26 აგვისტოს კვლავ მივმართეთ წერილობითი განცხადებით ზუგდიდის რაიონულპროკურატურას და მოვთხოვეთ სერგო შენგელიას დაუყოვნებლივ დაკითხვა.ამავე განცხადებას დაერთო ჩვენს მიერ დამატებით მოპოვებული მტკიცებულება,კერძოდ, თამილა ლომიშვილის ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესახებშედგენილი ფსიქოლოგიური დასკვნა. აგრეთვე ძალადობის დაცვის ეროვნულიქსელის თავმჯდომარისგან გადმოცემული წერილობითი ახსნა-განმარტება,რომლითაც დასტურდებოდა , რომ 2013 წლის 17 აპრილს თამილა ლომიშვილიდაუკავშირდა ძალადობის დაცვის ეროვნული ქსელის ცხელ ხაზს და მოუთხრო იმძალადობის შესახებ, რომელიც ხორციელდებოდა მის მიმართ. ზუგდიდისრაიონულ პროკურატურას განემარტა, რომ მოთხოვნის შემთხვევაში აღნიშნულიპირები სასამართლოში მისცემდნენ ჩვენებასდაჟინებული მოთხოვნის საფუძველზე მოწმის სახით დაიკითხა სერგო შენგელია,მაგრამ ჩვენების მიცემის დროს, მოწმემ სრულად უარყო ჩვენთვის მოწოდებულიინფორმაცია და მხოლოდ ზოგადი განმარტებებით შემოიფარგლა. დაუდგენელია თუ რის საფუძველზე განაცხადა უარი მოწმემ მის ხელთ არსებულიინფორმაციის გამომძიებლისთვის გადაცემაზე.სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე,ზუგდიდის რაიონული პროკურატურის მიერ, მიმდინარე სისხლის სამართლისსაქმეზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველინაწილით ბრალი წარედგინა ვახტანგ (ლოთი) ქობალიას. ზუგდიდის რაიონულსასამართლოში წინა სასამართლო სხდომა გაიმართა 2015 წლის 22 სექტემბერს.სისხლის სამართლის საქმეზე საქმის არსებითი განხილვა შედგა 2015 წლის 28ოქტომბერს და 17 დეკემბერს, ასევე 2016 წლის 11 თებერვალს, 2 მარტს, 25 მარტსდა 7 აპრილს.2016 წლის 7 აპრილს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მიერ მიღებულიგანაჩენით ვახტანგ ქობალიას მიმართ გამოტანილ იქნა გამამართლებელი განაჩენი.
სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან დგინდება, რომ სისხლის სამართლისსაქმის გამოძიება დაიწყო 2014 წლის 17 ივლისს სისხლის სამართლის კოდექსის125-ე მუხლის პირველი ნაწილით ( ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაცდაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამკოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი,). სისხლის სამართლისსაქმეში საიას ზუგდიდის ოფისის ჩართვამდე გამოძიება მიმდინარეობდა ერთიწლის განმავლობაში, დაიკითხა მოწმეები, ჩატარდა ექსპერტიზა და სხვა სახისსაგამოძიებო მოქმედებები, მაგრამ თამილა ლომიშვილი არ იყო ცნობილიდაზარალებულად. 1 სისხლის სამართლის პროცესში დაზარალებულისპროცესუალური სტატუსით მონაწილეობის მისაღებად სავალდებულოამატერიალური და ფორმალური წინაპირობების არსებობა. მატერიალურწინაპირობას წარმოადგენს ის, რომ პირს უშუალოდ დანაშაულის შედეგად უნდამიადგეს მორალური, ფიზიკური ან ქონებრივი ზიანი. ფორმალური წინაპირობა კიმდგომარეობს დანაშაულის მსხვერპლის დაზარალებულად ან მისი რომელიმეახლო ნათესავის დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობის შესახებპროკურორის მიერ დადგენილების გამოტანაში. გამოძიების დაწყებისთანავე თუპროკურორისთვის ცნობილი გახდა დანაშაულებრივი ქმედებით პირისთვისზიანის მიყენების ფაქტი მან იგი დადგენილებით უნდა ცნოს დაზარალებულად. თამილა ლომიშვილის დაზარალებულად ცნობა განხორციელდა სისხლისსამართლის საქმეში საიას ზუგდიდის ოფისის ჩართვის (2015 წლის 17 ივლისი)შემდეგ 2015 წლის 20 ივლისს, იმავე დოკუმენტების (მტკიცებულებების) საფუძველზე რაც არსებობდა 2015 წლის 20 ივლისამდე.სისხლის სამართლის საქმის ფაქტობრივი გარემოებიდან დგინდება, რომსისხლის სამართლის საქმე აღიძვრა სისხლის სამართლის კოდექსის 125-ემუხლის პირველი ნაწილით ( ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაცდაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამკოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი,). 2015 წლის 21 ივლისსზუგდიდის რაიონული პროკურატურიდან მიღებული წერილობითი შეტყობინებითდგინდება, რომ სისხლის სამართლის საქმის გადაკვალიფიცირება მოხდასისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის1 (სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, სისხლის სამართლის საპროცესოკოდექსის 56-ე მუხლის მე-5 და 5(1) ნაწილების თანახმად: პირის დაზარალებულად ან მისუფლებამონაცვლედ ცნობის სათანადო საფუძვლის არსებობისას პროკურორს გამოაქვსდადგენილება საკუთარი ინიციატივით ან ამ პირის მიერ შესაბამისი განცხადებით მიმართვისშემთხვევაში. თუ პროკურორმა განცხადება არ დააკმაყოფილა მისი შეტანიდან 48 საათისგანმავლობაში, აღნიშნულ პირს უფლება აქვს, დაზარალებულად ან მის უფლებამონაცვლედცნობის მოთხოვნით ერთჯერადად მიმართოს ზემდგომ პროკურორს. ზემდგომი პრწყოკურორისგადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ჩადენილიაგანსაკუთრებით მძიმე დანაშაული. ამ შემთხვევაში, თუ ზემდგომი პროკურორი არდააკმაყოფილებს საჩივარს, აღნიშნულ პირს უფლება აქვს, პროკურორის გადაწყვეტილებაგაასაჩივროს გამოძიების ადგილის მიხედვით რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში. პროკურორიან მისი დავალებით გამომძიებელი პირის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილებასგააცნობს დაზარალებულს და განუმარტავს მას ამ კოდექსით გათვალისწინებულ ყველა უფლებასდა მათ განხორციელებასთან დაკავშირებულ პროცედურებს, რის შესახებაც ადგენს ოქმს. ამ ოქმსხელს აწერენ დაზარალებული და ოქმის შემდგენი. დაზარალებულს უფლება აქვს, შენიშვნაგააკეთოს ოქმზე. თუ დაზარალებული უარს ამბობს ოქმის ხელმოწერაზე, ოქმში აღინიშნება ხელმოწერაზე უარის თქმის მიზეზი.

12671967_1658436651086004_4006616469320179475_o
ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა,შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არმოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებულიშედეგი). აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების სუბიექტი შეიძლება იყოს ოჯახის წევრი ანუ- მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია,შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები,მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლისმშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიცმუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. თამილალომიშვილის დაზარალებულად ცნობის და დაკითხვის შემდეგ სისხლისსამართლის საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველინაწილით დაკვალიფიცირდა.საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებიდან დგინდებოდა, რომგამომძიებელს, რომელსაც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 37-ემუხლის თანახმად, ევალებოდა გამოძიება ეწარმოებინა ყოველმხრივ, სრულიადდა ობიექტურად, ჩაატარებინა სისხლის სამართლის საქმეზე ყველა საჭირო დაშემხვედრი საგამოძიებო მოქმედება, ჩვენს მოთხოვნამდე არ ჰყავდაგამოკითხული შემთხვევის ადგილზე (სოფელში) მცხოვრები სერგო შენგელია.2015 წლის აგვისტოს თვეში, სისხლის სამართლის საქმეზე, ვახტანგ (ლოთი)ქობალიას ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით. ზუგდიდის რაიონული სასამართლოში სისხლის სამართლის საქმის არსებითიგანხილვის მიმდინარეობის დროს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი იყომოწმეები: დაზარალებული – თამილა ლომიშვილი, სასწრაფო დახმარებისთანამშრომელი – მარინე წულეისკი, ზუგდიდის რაიონ სოფელ ერგეტაშიმცხოვრები – სერგო შენგელია, სამედიცინო ექსპერტი – გია გობრონიძე,გამომძიებელი – პაატა ფარულავა და მამია ხუნწარია.საქმის არსებითი განხილვის მიმდინარეობის დროს, ზუგდიდის რაიონულსასამართლოში ბრალდების მხარის მიერ დაკითხული მოწმეების დასმულშეკითხვებს პასუხობდნენ არადამაჯერებლად . კერძოდ, გამომძიებელ პაატაფარულავას არ ახსოვდა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისშედეგად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, სასამართლოს სხდომისთვისმოუმზადებელი იყო ასევე მოწმე სერგო შენგელია, რომელმაც დაკითხვისდასაწყისშივე განმარტა, რომ არასდროს გაუგია თამილა ლომიშვილის ცემისან/და სხვა სახის ძალადობის ფაქტი (მოწმე ჩვენთა საუბრის დროს ადასტურებდა,რომ რამოდენიმეჯერ გაიგო ჩხუბის ხმა და პირადადაც ნახა თამილალომიშვილის სახეზე არსებული დაზიანებები). ჩვენი მოთხოვნის მიუხედავადზუგდიდის რაიონული პროკურატურის მიერ არ დაიკითხა ფსიქოლოგი,რომელმაც თანხმობა განაცხადა სასამართლოსთვის ჩვენება მიეცა მის მიერშედგენილი ფსიქოლოგიური დასკვნის შესახებ. პროკურატურამ ჩვენი მოთხოვნისმიუხედავად არ დაკითხა პირი, რომელსაც თამილა ლომიშვილმა სრულადგანუმარტა მის მიმართ განხორციელებული ძალადობის შესახებ. სასამართლოში სისხლის სამართლის საქმის დასკვნითი სიტყვის წარდგენისდროს, ზუგდიდის რაიონულმა პროკურორმა არასწორად გადმოსცა მოწმისმარინე წულეისკის ჩვენება და განმარტა, რომ „ მარინე წულეისკი არ იცნობდათამილა ლომიშვილს, ის პირველად იმყოფებოდა ზუგდიდის რაიონ სოფელერგეტაში მცხოვრებ დაზარალებულთან“, ხოლო მოწმემ სასამართლოშიაღნიშნა, „რომ თამილა ლომიშვილის საცხოვრებელ ადგილზე რამოდენიმეჯერგამოძახებაზე იყო ნამყოფი და იცნობდა თამილა ლომიშვილს“. ზუგდიდისრაიონული პროკურორის მიერ მნიშვნელოვანი შეცდომა დაშვებულ იქნარეპლიკით სარგებლობის დროს, როდესაც დაცვის მხარის დასკვნითი სიტყვაზე -„სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებით, გონივრულ ეჭვს მიღმაარ დასტურდება მისის დაცვის ქვეშ მყოფი პირის ბრალეული ქმედება“,აღნიშნა „ბატონო მოსამართლევ, ზუგდიდის რაიონ სოფელ ერგეტაშიმცხოვრებმა ყველა პირმა იცის, რომ თამილა ლომიშვილის მიმართხორციელდებოდა ძალადობა, მაგრამ არც ერთი მათგანი არ არის თანახმასასამართლოში მისცეს ჩვენება“. ბრალდების მხარის მიერ გაკეთებულირეპლიკა სრულად გამოიყენა დაცვის მხარემ და სასამართლოს განუმარტა, რომბრალდების მხარე თავად აღიარე სისხლის სამართლის არასაკმარისიმტკიცებულებების არსებობა და მოითხოვა გამამართლებელი განაჩენისდადგენა. რეპლიკით სარგებლობის დროს, ზუგდიდის რაიონული პროკურორსშეეძლო სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებითგაემყარებინა მისი მოთხოვნის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.
2016 წლის 7 აპრილს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული განაჩენით ვახტანგ ქობალიას მიმართ გამოტანილ იქნა გამამართლებელი განაჩენი. ზუგდიდის რაიონული პროკურატურის მიერ განაჩენი გასაჩივრებულია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში.
დაბოლოს, ლოთი ქობალია სასამართლომ მეორედ იხსნა პასუხისმგებლობისაგან, საინტერესოა ვინ „კრიშავს“ „სარდალს“?

banner
წინა სტატიაშივახტანგ ყოლბაია თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს თბილისის ოფისის კოორდინატორს შეხვდა
შემდეგი სტატიასაქართველოს თავდაცვის სამინისტროში რეორგანიზაცია განხორციელდება