ლოს-ანჯელესის ოპერა პლასიდო დომინგოს წინააღმდეგ ბრალდებას სექსუალური შევწროვების შესახებ გამოიძიებს 

ლოს-ანჯელესის ოპერა, რომლის გენერალური დირექტორის პოსტს 2003 წლიდან ესპანელი მომღერალი და დირიჟორი პლასიდო დომინგო იკავებდა, მის წინააღმდეგ გამოთქმულ ბრალდებებს სექსუალური ძალადობის შესახებ გამოიძიებს – თეატრმა შესაბამისი განცხადება 13 აგვისტოს გამოაქვეყნა. “ჩვენ ვცდილობთ ყველაფერი გავაკეთოთ, რაც ჩვენზეა დამოკიდებული იმისათვის, რომ პროფესიულად შეკრული ატმოსფერო შევქმნათ, სადაც ჩვენი თანამშრომლები და შემსრულებლები  ერთნაირად კომფორტულად იგრძნობენ თავს, ასევე, იგრძნობენ, რომ მათ აფასებენ და პატივს სცემენ” – თეატრის განცახდებაშია ნათქვამი.

პლასიდო დომინგოსთან დაკავშირებული სკანდალის გამო სან-ფრანცისკოს ოპერამ მომღერლის გამოსვლა გადადო. აშშ-ს უმსხვილესი თეატრი დომინგოსთან თანამშრომლობის 50 წლის იუბილის აღსანიშნავად ემზადებოდა.

მანამდე AP-მა გამოაქვეყნა მასალები, სადაც 78 წლის ტენორს  რვა მომღერალი და ერთი მოცეკვავე ბრალს სდებენ სექსუალურ შევიწროვებაში.

banner
წინა სტატიაშიმსოფლიოში 152 მილიონი ბავშვი მონობაშია 
შემდეგი სტატიანიდერლანდებში ხანძარს 40 ათასი ქათამი ემსხვერპლა