ლორთქიფანიძე: პენიტენციურ დაწესებულებებში სიტუაცია სრულად ექვემდებარება კონტროლს

სიტუაცია სრულად ექვემდებარება კონტროლს და ფაქტობრივად, ინტენსიური ტესტირების პროცესი თვის ბოლომდე დასრულდება ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში. მთლიანობაში, ტესტირება ჩატარდა 10 პენიტენციურ დაწესებულებაში, სულ გაკეთდა 6 654 ტესტი და ჯამში გვაქვს 113 შემთხვევა, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, გოჩა ლორთქიფანიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მინისტრის თქმით, პენიტენციური სამსახური აგრძელებს ინტენსიური პისიარტესტირებების პროცესს.

„ამ ეტაპზე მინდა, მოგაწოდოთ ინფორმაცია ორ დიდ დაწესებულებაზე, ეს არის ნომერ მერვე გლდანი და მეთხუთმეტე ქსნის პენიტენციური დაწესებულება. რაც შეეხება გლდანს, აქ ჩატარდა 2 422 ტესტი, რომელთაგან დადებითი აღმოჩნდა 38, აქედან რვა პატიმარს გამოუვლინდა სიმპტომები და ისინი გადაყვანილი არიან სამოქალაქო სექტორის კლინიკებში, დანარჩენი 30 არის უსიმპტომო პაციენტი, ისინი არიან საკარანტინე სივრცეში იზოლირებული, ასევე მათი კონტაქტებიც. მათ ყოველდღიურად, როგორც ადრე არაერთხელ განგვიცხადებია, უტარდებათ მუდმივი კონტროლის ღონისძიებები, რაც არის სამედიცინო პროტოკოლით გათვალისწინებული, მონიტორინგის ქვეშ არიან, ეს არის თერმოსკრინინგი, სატურაციის კონტროლი, ამას ემატება ასევე 72 საათში ანტიგენით ტესტირება და შემდეგ ისევ განმეორებით პისიარტესტირება.

რაც შეეხება მე-15 დაწესებულებას ქსანში, აქ გაკეთდა 1 735 ტესტი, საიდანაც დადებითი იყო 40. ასევე, არის ცალკეული შემთხვევები, რომელზეც კვლევა გრძელდება, აღსანიშნავია, რომ 40 დადასტურებული პირი არის უსიმპტომო, მათი ჰოსპიტალიზაცია არ გამხდარა საჭირო, ისინი იზოლირებული არიან დაწესებულების დანარჩენი კონტიგენტისგან და მედპერსონალის მუდმივი ყურადღების ქვეშ იმყოფებიან. როგორც სამედიცინო პროტოკოლი ითვალისწინებს, თუ ამ ადამიანებიდან რომელიმეს გამოვლინდა სიმპტომი, მყისიერად ისინი გადაყვანილი იქნებიან სამოქალაქო კლინიკაში. შესაბამისად, იზოლირებული არიან მათი კონტაქტები და ამ ეტაპისთვის კიდევ ერთხელ შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ სიტუაცია სრულად ექვემდებარება კონტროლს და ფაქტობრივად, ინტენსიური ტესტირების პროცესი თვის ბოლომდე დასრულდება მთლიანად ყველა პერიტენციალური დაწესებულებაში. მთლიანობაში, ტესტირება ჩატარდა 10 პენიტენციურ დაწესებულებაში ინტენსიური ტესტირება, სულ გაკეთდა 6 654 ტესტი და ჯამში გვაქვს 113 შემთხვევა“, – განაცხადა მინისტრმა.

ვირუსის ბლოკატორები