ლორთქიფანიძე: ჩემი არჩევა ჰააგის მოსამართლედ არის ამ ქვეყნის ყველა საჯარო მოხელის აღიარება

region
ავტ.: region დეკემბერი 22, 2020 16:45

ლორთქიფანიძე: ჩემი არჩევა ჰააგის მოსამართლედ არის ამ ქვეყნის ყველა საჯარო მოხელის აღიარება

“რაც შეეხება ჩემს მოსამართლედ არჩევას, ეს არის ყველა ქართული საჯარო მოხელის კოლექტიური ძალისხმევის შედეგი 90-იანი წლებიდან. ეს არის ინსტიტუციური აღმშენებლობის შედეგი, ეს არის ამ ქვეყნის გამოწვევების მიუხედავად, რომელიც დღესაც გვაქვს კოვიდის პირობებში, მუხლჩაუხრელი ძალისხმევის შედეგი, რწმენის შედეგი პირველ რიგში, რაც იყო ყველა უწყებაში, საჯარო მოხელეებში. ამიტომ, ჩემი არჩევა მოსამართლედ არის ამ ქვეყნის ყველა საჯარო მოხელის აღიარება და მათი ძალისხმევის შედეგი. მადლობას ვუხდი მათ, ყველას, რომ ამ შედეგს მივაღწიეთ.”- ამის შესახებ პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა, გოჩა ლორთქიფანიძემ განაცხადა, რომელიც რამდენიმე დღის წინ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს.

region
ავტ.: region დეკემბერი 22, 2020 16:45

Google სტატისტიკა


5,195
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics