ლორა თორნტონმა დონალდ ტრამპს სექსუალური მოძალადე და დამნაშავე უწოდა

მაკკეინის ინსტიტუტის“ გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორმა, საქართველოში NDI-ის ოფისის ყოფილმა ხელმძღვანელმა ლორა თორნტონმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს სექსუალური მოძალადე და დამნაშავე უწოდა.

თორნტონმა დონალდ ტრამპის შესახებ სოციალურ ქსელ „იქსში“, ერთ-ერთ პოსტზე კომენტარის სახით დაწერა.

„მესმის, რომ საქართველოს ინტერესებშია ქართული დემოკრატიის წარმოჩენა, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ის სექსუალური მოძალადე და დამნაშავეა. ამიტომ ჩვენგან ბევრს, როგორც ქართველები იტყვიან, „ყურს გვჭრის“ ჩვენი ქართველი მეგობრებისგან ტრამპის ასეთი ქება-დიდება და პირფერობა“, – წერს ლორა თორნტონი.

banner
წინა სტატიაშიმუხიანის აგარაკებზე, რამდენიმე ქუჩაზე გზის საფარის მოწესრიგება უახლოეს დღეებში დაიწყება
შემდეგი სტატიავოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინის ხელისუფლებას არ აქვს უფლება, დათმოს ის მიწები, რომლისთვისაც უკრაინელები დაიღუპნენ