ლორა თორნტონი: წინა კვლევების მსგავსად, მოსახლეობას ყველაზე მეტად ეკონომიკური პრობლემები აწუხებს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის ლორა თორნტონის განცხადებით, წინა კვლევების მსგავსად, ბოლო კვლევაშიც გამოიხატა, რომ ყველაზე მეტად მოსახლეობას ეკონომიკური პრობლემები აწუხებს.

როგორც მან სასტუმრო „რუმსში“ NDI-ის კვლევის შედეგების პრეზენტაციის შემდეგ აღნიშნა, ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხად მოქალაქეებისთვის კვლავ დასაქმება, მზარდი ფასები, ინფლაქცია და სიღარიბე რჩება.

მისი თქმით, წინა კვლევების მსგავსად, გამოკითხულთა 66% თავს უმუშევრად მიიჩნევს, მაშინ, როცა მესამედი თვლის, რომ უახლოეს 12 თვეში მათი ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდა.

„ამ ყველაფრის გათვალისწინებით, 2012 წლის შემდეგ 82% ამბობს, რომ მათი ოჯახის მდგომარეობა იგივე დარჩა, ან გაუარესდა. ერთ-ერთი საკითხი იყო ასევე, თვითმართველობის ორგანოების საქმიანობის შეფასება, სადაც მოსახლეობა ორ ნაწილად არის დაყოფილი, ხოლო ისინი, ვისაც თვითმართველობის ორგანოებთან შეხება ჰქონია, მათთვის ეს გამოცდილება პოზიტიურია და ამბობენ, რომ იქ მომუშავე ხალხი კომპეტენტური იყო, ძირითად შემთხვევაში კი, პრობლემები გადაუჭრიათ“, – განაცხადა ლორა თორნტონმა.

რაც შეეხება პოლიტიკურ პროცესებში ქალთა მონაწილეობას, თორლტონის განმარტებით, მოსახლეობის უმეტესობა ფიქრობს, რომ როგორც პარლამენტში, ასევე პოლიტიკაში უფრო მეტი ქალია საჭირო.

„იმასაც აღიარებენ, კულტურული თავისებურებების გათვალისწინებით, ქალებს ხელი ეშლებათ, რომ პარლამენტში მოვიდნენ. ისინი ფიქრობენ, რომ საკანონმდებლო ორგანოში ქალების 15%-იანი წარმომადგენლობა ძალიან დაბალია და საჭიროა, კონკრეტული ღონისძიებების გატარება. საგარეო პოლიტიკას რაც შეეხება, საქართველოს მოსახლეობა სტაბილურად რჩება ევროკავშირის და ნატო-ს მომხრედ. 71% აცხადებს, რომ ემხრობა მთავრობის გაცხადებულ მიზანს – საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი. 61% კი მიიჩნევს, რომ საქართველო უნდა გახდეს ნატო-ს წევრი“, – აღნიშნა NDI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა.

მისივე განმარტებით, განსხვავება მხოლოდ ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ პუნქტებში შეიმჩნევა, სადაც გამოკითხულთა ნახევარზე მეტი ევროკავშირსა და ნატო-ს მხარს არ უჭერენ, რადგანაც მათი დიდი ნაწილი არ ფლობს ინფორმაციას, ვის უჭერს მხარს.

banner
წინა სტატიაშიყველა კვლევა გვაჩვენებს, რომ საზოგადოების დიდ ნაწილს უჭირს ძალიან – აბესაძე NDI-ს კვლევაზე
შემდეგი სტატია“კრიმინალის ზრდამ საგანგაშო მასშტაბი მიიღო” – ოთარ კახიძე