ლორა თორნტონი – NDI-ის კვლევის მიხედვით, ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების მსურველების რაოდენობა კვალავა დიდია

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ხელმძღვანელის ლორა თორნტონის განმარტებით, კვლევის მიხედვით, ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების მსურველების რაოდენობა კვალავაც დიდია.

მისივე თქმით, რაც შეეხება მიზეზებს, რატომ უჭერენ ან არ უჭერენ მხარს ევროსტრუქტურებში ინტეგრაციას, საკმაოდ საინტერესო შედეგებია.

“ვინც ამბობს, რომ ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანებას არ უჭერს მხარს, ძირითადად ასახელებს იმ ჭორებს და მითებს, რომელიც ვრცელდება ანტი-დასავლური პროპაგანდის მიერ”, – განაცხადა თორნტონმა.

მისივე თქმით, გამოკითხულთა უმრავლესობა ამბობს, რომ საქართველოში არსებობს რუსული პროპაგანდა.

“რაც შეეხება ქვეყნის უსაფრთხოებას და თავდაცვას, მოსახლეობის უმრავლესობა ფიქრობს, რომ ნატო-სთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობა საქართველოს უსაფრთხოების გარანტორი იქნებოდა'”, – განაცხადა NDI-ის ხელმძღვანელმა.

banner
წინა სტატიაში26 მაისს მოქალაქეები ქორწინების განსხვავებულ მოწმობას მიიღებენ
შემდეგი სტატია„ჩვენი მიზანია მახინჯი, შემაფერხებელი ბარიკადის დემონტაჟი მოხდეს“ – ქეთევან ციხელაშვილი