ლოქდაუნი ბავშვის მეტყველების განვითარებაზე ნეგატიურად მოქმედებს

ლოქდაუნმა ბავშვების მეტყველების განვითარებაზე ნეგატიურად იმოქმედა – ამის შესახებ ბრიტანელმა მეცნიერებმა დაასკვნეს, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის პერიოდში იზოლაციაში მყოფი ბავშვების მდგომარეობას იკვლევდნენ – “ბიბისი” წერს. მეცნიერებმა დაახლოებით 50 ათასი ოთხი და ხუთი წლის ასაკის მოსწავლის მშობლები და ნათესავები გამოკითხეს. აღმოჩნდა, რომ უმეტესი მათგანი მეტყველების განსავითარებლად დამატებით დახმარებას საჭიროებს. მთავრობამ ასეთი ბავშვების დასახმარებლად 18 მილიონი ფუნტი სტერლინგი გამოყო, რომ სახლში ერთწლიანი იზოლაციის შემდეგ ბავშვებს დამატებითი გაკვეთილები ჩაუტარდეთ.

ბებიებთან და ბაბუებთან კონტაქტის არ არსებობა, სოციალური დისტანციის დაცვა, თანატოლებთან თამაშის შეუძლებლობა, გარდა ამისა, სახეზე ნიღაბის ტარება – ეს ის ფაქტორებია, რომელმაც ურთიერთობის გამოცდილება მკაფიოდ შეამცირა, რამაც, თავის მხრივ აღნიშნული პრობლემა გამოიწვია – მეცნიერები ამბობენ.

banner
წინა სტატიაშიმელია: ციხეში მყოფისთვის მტკივნეულია როცა ოპოზიციას შორის პაექრობას ადევნებ თვალს
შემდეგი სტატიამელია: თუ ოპოზიცია გაიყოფა, ივანიშვილს ვერ დავამარცხებთ