ლონდონში უკანონო წვეულებაზე კოვიდრეგულაციების დარღვევისთვის პოლიციამ 300 ადამიანი დააკავა

ლონდონში, უკანონო წვეულებაზე პოლიციამ შემზღუდველი ზომების დარღვევისთვის 300 ადამიანი დააკავა.

„სკოტლანდ იარდის“ ცნობით, სადაზვერვო ინფორმაციის მიღების შემდეგ, სამართალდამცველებმა ნახეს მასშტაბური შეკრება სარკინიგზო ხაზის თაღის ქვეშ, სადაც მუსიკალური წვეულება იმართებოდა. ამასთან, ფაქტის ამსახველი ვიდეო გავრცელდა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

ბრიტანეთის პოლიციამ „კოვიდ 19“-თან დაკავშირებული რეგულაციების დარღვევისთვის 15 000 ფუნტ სტერლინგზე მეტი ჯარიმა გამოწერა.

შეგახსენებთ, ბრიტანეთის ხელისუფლებამ ქვეყნის ჩაკეტვის შესახებ 4 იანვარს განაცხადა. ლონდონში არ გამორიცხავენ, რომ ქვეყანაში კარანტინი მარტის ბოლომდე გაგრძელდეს.