ლონდონში სასტუმროს ცეცხლი გაუჩნდა

ლონდონის ცენტრში გაიდ-პარკთან ფეშენებელურ სასტუმროს ძლიერი ცეცხლი გაუჩნდა. დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება – “ბიბისი” წერს. უილიამ სტრითზე 20 სახანძრო მანქანაა მობილიზებული და 120 მეხანძრე მუშაობს. ლონდონის სახანძრო ბრიგადის წარმომადგენელმა თქვა, რომ ცეცხლი “დიდი რაოდენობით კვამლს წარმოშობს”. ჯერჯერობით, მომხდართან დაკავშირებით, დეტალები არ ვრცელდება.

 

 

 

https://youtu.be/zZdF7lMwNEw

banner
წინა სტატიაშითბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია
შემდეგი სტატიაცოტნე გამსახურდია: იმისათვის რომ გახდე ქალაქის მერი, არაა საკმარისი მხოლოდ ლაპარაკის სწავლა