ლონდონში პრინც ფილიპს ძეგლს დაუდგამენ

ბრიტანელმა დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს დედოფალ ელისაბედ II-ის მეუღლის, პრინც ფილიპის ძეგლის ლონდონის ცენტრში, მელის ქუჩაზე დადგმას – “Daily Mail”-ი წერს. წინადადება, დეპუტატების გარდა, პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმაც მოიწონა – “ტელეგრაფის” წყარო ამბობს.

პეტიციას, რომელიც ედინბურგის პრინცის გარდაცვალების შემდეგ შეიქმნა, ათასობით ადამიანმა მოაწერა ხელი.
დიდი ბრიტანეთის დედოფლის მეუღლე პრინცი ფილიპი 99 წლის ასაკში საკუთარ სასახლეში გარდაიცვალა.

banner
წინა სტატიაშიუკრაინამ რუსეთის აგრესიის გამო უკრაინა-ნატოს კომისიის საგანგებო სხდომა მოიწვია
შემდეგი სტატიაანა დოლიძე: ნამახვანი ჰესის ხელშეკრულება გვაფიქრებინებს, რომ ადგილი ჰქონდა კორუფციულ გარიგებას